ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტული ცენტრი“-სათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2016
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 380 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“-ს და „რაგბის კლუბი ვეფხვები“-ს სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 31.01.2020 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანები“-სა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი”-ს სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 20.03.2024 საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 26.01.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 25.04.2018 წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 30.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტული ცენტრი“-სათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №10 2016 წლის 26 თებერვალი        ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში,  სპორტსმენების,  ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის   მე-2 ნაწილის „ტ“ პუნქტის, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრი" გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე დანართი ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი არეგულირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრის" გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს. მუხლი 2🔗 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტული ცენტრის" სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა დაფინანსდეს ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტიდან ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. დაფინანსება განხორციელდეს ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულებებით. მუხლი 3🔗 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტული ცენტრის" სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების კვებითისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. მუხლი 4🔗 რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების) კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) ლარს. მუხლი 5🔗 ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ანგარიშგების მიზნით პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მივლინების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „სპორტული ცენტრს“ წარუდგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მუხლი 6🔗 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ ,,სპორტული ცენტრისათვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა კვების თანხის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს გამგებელი უშუალოდ ან მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით.