კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/39
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/39

2016 წლის 23 თებერვალი 

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა  სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების,  ,,კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ”  საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02  ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის  „ა“  პუნქტის  შესაბამისად,

 

ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების   დანართში  მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება  შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4).

 

   გენერალური დირექტორი                                                                 ნიკოლოზ ანთიძე

 

 

                                                                                           დანართი

 

N

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

1.

 

კოშკი

(დავითის კონცხი)

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. გელათი ე. წ დავითის კონცხი

 

არქიტექტურის / არქეოლოგიური

 

შუა საუკუნეები (განვითარებული და გვიანი)

2.

1

 

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალუბანი.

 

არქიტექტურის

 

1692 წელი

3.

IMG_4627

 

ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი:

1)ღვთისმშობლის ტაძარი;

2)ციხე-გალავანი.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წილკანი.

 

არქიტექტურის

 

IV-V სს. განვითარებული შუა საუკუნეები, XVIII ს. II ნახევარი

4.

IMG_6340

აბულეთის სამონასტრო კომპლექსი:

1)წმ. გიორგის ეკლესია;

2)მცირე ეკლესია;

3)სათავსი ნაგებობები;

4) სხვა ნაგებობანი.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი,

სოფელ ხეკორძიას მიმდებარედ

(ისტორიული სოფ. სათოვლე).

 

არქიტექტურის / არქეოლოგიური

 

XI ს.

5.

IMG_0340

 

აგურის საყდარი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამო.

 

არქიტექტურის

 

IX-X  სს.

6.

IMG_0129

 

ბორას საყდარი, ბოძის საყდარი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძეგვი

 

არქიტექტურის

 

X ს.

 

1

 

კოშკი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩინთი

 

არქიტექტურის

 

XVII ს. II ნახევარი

7.

IMG_0199

 

ქასურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ.  საგურამო

 

არქიტექტურის

 

VI ს.

8.

DSCN6554.JPG

 

წმ. ნინოს სახელობის ეკლესია და ციხე-გალავანი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. კარსანი

 

არქიტექტურის / არქეოლოგიური

 

ახ.წ. IV-VIII სს. – ციხე-გალავანი,  გვიანი შუა საუკუნეები – ეკლესია.

 

9.

DSCN2892

 

ზეგარდის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

 

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუხათგვერდი.

 

არქიტექტურის

 

XIII-XIV სს.