„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2016 წლის 4 მარტი ქ.თბილისი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ოპერაციების თანადაფინანსება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების ოპერაციები და მასთან დაკავშირებული მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯები.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რაც არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს.
3. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);
დ) ბენეფიციარის - დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ვ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;
ზ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში - სააფთიაქო დაწესებულებიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ონკოლოგიურად დაავადებულ პირთა დახმარება
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების ოპერაციის, მკურნალობის, დიაგნოსტიკის და დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა თუ მედიკამენტების ხარჯები.
2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
3. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში);
დ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე.
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ვ) ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე;
ზ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში - სააფთიაქო დაწესებულებიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების ან/და აფთიაქის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება
1. სწავლის თანადაფინანსების სახით, ერთჯერადი (წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით) ფინანსური დახმარება გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ სტუდენტებს/მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე აკრედიტებულ პროგრამაზე ან მასში შემავალ ქვეპროგრამაზე:
ა) აგრარული მეცნიერებანი:
ა.ა) ვეტერინარია
ა.ბ) აგრონომია
ა.გ) სასურსათო ტექნოლოგია
ა.დ) მეცხოველეობა
ა.ე) სატყეო საქმე
ბ) ინჟინერია:
ბ.ა) აგროინჟინერია
ბ.ბ) ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია
ბ.გ) გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება
ბ.დ) მშენებლობა
ბ.ე) ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
ბ.ვ) მასალათმცოდნეობა
ბ.ზ) სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია
ბ.თ) ტრანსპორტი
ბ.ი) მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია
გ) განათლება:
გ.ა) განათლების მეცნიერებები
გ.ბ) მასწავლებლის განათლება
დ) ხელოვნება:
დ.ა) სახვითი ხელოვნება
დ.ბ) დიზაინი
დ.გ) ქორეოგრაფიული ხელოვნება
დ.დ) სამუსიკო ხელოვნება
ე) ჯანდაცვა:
ე.ა) სტომატოლოგია
ე.ბ) ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
ე.გ) საექთნო საქმე (ექთანი)
ე.დ) ფარმაცია
ე.ე) მედიცინა
ვ) სხვა:
ვ.ა) სამართალი/იურიდიული
ვ.ბ) ბიზნესის ადმინისტრირება
ვ.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიები
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ვრცელდება იმ სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომლებიც ჩაირიცხნენ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2013-2015 წლებში;
3. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა/მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებელის დევნილის მოწმობის ასლი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღები პირის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის თაობაზე;
დ) ცნობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სწავლის შესახებ;
ე) ცნობა სწავლის საფასურის შესახებ;
ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“.
|