თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2016 წლის 7 მარტი ქ. თბილისი |
2. ამ დადგენილების მე-5 დანართით დამტკიცებული „საახალწლოდ დევნილი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სურსათის შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებას და ოჯახებზე განაწილებას.“
3. პროგრამის შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობა პროგრამის შესრულების შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს სამუშაო ჯგუფის რომელიმე წევრს.
4. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ.
5. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6. სამსახური უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული იქნება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
|
(ორგანიზაციული კოდი 06 01 01)
ა) ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის არარსებობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში პირი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ორგანიზებას (მოცემულ პირზე ბენეფიტის გაცემის შესახებ სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს/გამგეობის რწმუნებულის წერილობითი დასკვნის საფუძველზე).
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი.
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად ერთჯერადი ფულადი დახმარების მიზნით, თიღვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი, შესაბამისი სახსრების განკარგვის უზრუნველსაყოფად თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს:
ა) 2016 წლის 15 სექტემბრამდე შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გასაცემ ფულადი დახმარების მოცულობას (ფულადი თანხის მოცულობა ყველა ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);
ბ) 2016 წლის 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის სათბობი შეშის შესაძენი თანხის გაცემა.
(ორგანიზაციული კოდი 06 01 03)
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლებ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
(ორგანიზაციული კოდი 06 01 04)
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
ა) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი სასურსათო დახმარების მოცულობას (გადასაცემი სახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);
ბ) დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს – თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას;
გ) 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ოჯახებისთვის სურსათის მიწოდება.
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილება.
მუხლი 11🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე
დანართი №1დანართი №3
ყოველ ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამაპროგრამის მიზანია ახალშობილთა პირველადი სოციალური პირობების უზრუნველყოფა.
პროგრამის მოსარგებლეები არიან ახალშობილის მშობლები, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებისას მშობლების ქორწინება შეწყვეტილია ან ბავშვი დაიბადა მარტოხელა დედის მიერ, დახმარების მიმღებია მხოლოდ ბავშვის დედა.
დახმარების მოცულობა ყოველ ახალშობილზე შეადგენს 300 ლარს.
(ორგანიზაციული კოდი 06 01 04)
პროგრამის მიზანია 80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.
პროგრამის მოსარგებლეები არიან 80 წლისა და 80 წელს გადაცილებული პირები.
პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 200 ლარს.
დანართი №5
დევნილი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12)