თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2016 წლის 21 დეკემბერი ქ. თბილისი |
2. ამ დადგენილების მე-4 დანართით დამტკიცებული „დევნილი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სურსათისა და სათბობი შეშის შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებასა და ოჯახებზე განაწილებას.
3. პროგრამის შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობა პროგრამის შესრულების შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს სამუშაო ჯგუფის რომელიმე წევრს.
4. სამუშაო ჯგუფი მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ.
5. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6. სამსახური უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული იქნება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
|
(ორგანიზაციული კოდი 06 01 01)
ა) ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის არარსებობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში პირი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ორგანიზებას (მოცემულ პირზე ბენეფიტის გაცემის შესახებ სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს/გამგეობის რწმუნებულის წერილობითი დასკვნის საფუძველზე).
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილის დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
(ორგანიზაციული კოდი 06 01 03)
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლებ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
(ორგანიზაციული კოდი 06 01 04)
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად.
(პროგრამული კოდი 06 01 12)
2. სასურსათო დახმარების უზრუნველსაყოფად თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს:
ა) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი სასურსათო დახმარების მოცულობას (გადასაცემი სახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);
ბ) დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას;
გ) 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ოჯახებისთვის სურსათის მიწოდება.
3. სურსათის შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით მომარაგების მიზნით, თიღვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი, შესაბამისი სახსრების განკარგვის უზრუნველსაყოფად, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს:
ა) 2017 წლის 15 სექტემბრამდე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი შეშის მოცულობას (გადასაცემი შეშის მოცულობა ყველა ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);
ბ) 2017 წლის 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის სათბობი შეშის მიწოდება.
სათბობი შეშის შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
ქ.
თბილისი თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე
დანართი №1პროგრამის მოსარგებლეები არიან 80 წლისა და 80 წელს გადაცილებული პირები.
2. სასურსათო დახმარების უზრუნველსაყოფად თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს: ა) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი სასურსათო დახმარების მოცულობას (გადასაცემი სახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით); ბ) დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას; გ) 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ოჯახებისთვის სურსათის მიწოდება. 3. სურსათის შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ა) 2017 წლის 15 სექტემბრამდე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი შეშის მოცულობას (გადასაცემი შეშის მოცულობა ყველა ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით); ბ) 2017 წლის 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის სათბობი შეშის მიწოდება. სათბობი შეშის შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.