„თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ავღანეთში თურქეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაყოფის მონაწილეობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოწონების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №378
2016 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ავღანეთში თურქეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაყოფის მონაწილეობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოწონების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
ა) მოწონებულ იქნეს „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ავღანეთში თურქეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაყოფის მონაწილეობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 19 თებერვლის N47 ბრძანებულება;
ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაცია.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი