„საქართველოსა და ნატოს მხარდაჭერის ორგანიზაციას (ნმო) შორის მხარდაჭერის თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოწონების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1297
2016 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ნატოს მხარდაჭერის ორგანიზაციას (ნმო) შორის მხარდაჭერის თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოწონების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
ა) მოწონებულ იქნეს „საქართველოსა და ნატოს მხარდაჭერის ორგანიზაციას (ნმო) შორის მხარდაჭერის თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 24 ივნისის N150 ბრძანებულება;
ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაცია.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი