საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 16.03.2016
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.03.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 10.09.2010
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2016 წლის 16 მარტი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა,დ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე,ზ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
1. ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი (დანართი №1)
.
2. ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა (დანართი №2)
.
3. ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მედლის ფორმა (დანართი №3).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილება (სსმ, 29, 24/09/2010; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016002).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე
დანართი №1
საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები:
1.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის (შემდგომში – საპატიო მოქალაქის) წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს. განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა. თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოს კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი, ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
2.
საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს საჩხერის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელის ღირსეული წარმოჩენისათვის მსოფლიოს მაშტაბით, რომლის აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა საჩხერის ყველა თაობისათვის.
3.
უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს და საჩხერის მუნიციპალიტეტის წინაშე, საჩხერის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
4.
დაუშვებელია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
5.
საპატიო საჩხერელის წოდება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს 3 პირს.
6.
საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, პირს საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება ჩამოერთვას საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ)
ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ და ეთიკურ ნორმებს.
მუხლი 2🔗.
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენა.
1.
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აქვს:
ა)
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ბ)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ)
საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში;
ე)
საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებულ იურიდიულ პირებს;
ვ)
საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ შვიდ კაციანი შემადგენლობისა.
2.
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები კანდიდატურას წერილობით წარუდგენენ საჩხერის მუნიციპალიტეტს, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
ა)
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენის რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის კანდიდატურაზე წარდგენილი პირის ღვაწლი და დამსახურება;
ბ)
კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
გ)
კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები (ჯილდოები, დიპლომები, სიგელები, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ)
კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტო სურათი და წერილობითი თანხმობა;
ე)
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურების მიღება წყდება საერთო სახალხო დღესასწაულის „აკაკიობის“ ჩატარებამდე 60 დღით ადრე.
მუხლი 3🔗.
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურების შემრჩევი კომისია
1.
წარდგენილი კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა კომისია (განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა), (შემდგომში –
ჰუმანიტარულ საკითხთა კომისია).
2.
კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) წარდგენილი კანდიდატის შესახებ.
3.
კომისია დასკვნას შერჩეული კანდიდატების შესახებ განსახილველად წარუდგენს საკრებულოს წოდების მინიჭებამდე არანაკლებ ხუთი სამუშაო დღისა.
4.
საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს უყრის კენჭს, ირჩევს არაუმეტეს სამ კანდიდატს და დასამტკიცებლად უგზავნის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
5.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს წარდგენილ კანდიდატებს.
მუხლი 4🔗.
დაჯილდოება
1.
საპატიო მოქალაქის წოდება პირს ენიჭება საერთო-სახალხო ზეიმზე –
„აკაკიობის“ დღესასწაულზე, საჭიროების შემთხვევაში –
გამონაკლისის სახით ნებისმიერ სხვა დროს.
2.
მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მოქალაქეს გადასცემენ საპატიო მოქალაქის წოდებას.
3.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დღეს საპატიო მოქალაქეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო.
მუხლი 5🔗.
საპატიო მოქალაქის უფლებები
1.
საპატიო მოქალაქე, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები.
2.
საპატიო მოქალაქეებს უფლება აქვთ:
ა)
მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, ღონისძიებებში;
ბ)
მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ დელეგაციებში, დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ – ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში;
გ)
მუნიციპალიტეტის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, გასცენ შუამდგომლობები და რეკომენდაციები.