შპს ”GTT COMPANY” -ის გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3567-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3567-16

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში

მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2016 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

 

განმცხადებელი: შპს „GTT COMPANY”

წარმომადგენელ ი(დირექტორი): ზურაბ ბიწაძე

 

მოთხოვნა: შპს „GTT COMPANY”-ის მიმართ

 გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2016 წლის 18 თებერვალს შპს „GTT COMPANY”-ის დირექტორმა ზურაბ ბიწაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „GTT COMPANY”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, საწარმოს კრედიტორი არ ჰყავს, შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. კომპანიას არ აქვს ანგარიშები ბანკში. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების თანახმად, კომპანიის სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს განესაზღვრა ვადა განცხადებაში არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად და დაევალა კრედიტორთა ნუსხის, მათ მიმართ არსებული დავალიანების ოდენობის, მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მოვალის გადახდისუუნარობის ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე ყოფნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ასლის წარმოდგენა. განმცხადებელს ასევე დაევალა საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის წარმოდგენა იმის შესახებ, ერიცხებოდა თუ არა მოვალეს საკუთრების უფლებით უძრავი ქონება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის დროისათვის.

2016 წლის 02 მარტს შპს „GTT COMPANY”-ის დირექტორმა, ზურაბ ბიწაძემ , ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა შპს ”GTT COMPANY”-ის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლითაც გადაწყდა შპს ”GTT COMPANY”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომლის თანახმადაც, შპს ”GTT COMPANY”-ს არ გააჩნია არანაირი საგადასახადო ვალდებულება.

2016 წლის 09 მარტის განჩინებით განმცხადებელს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა და დაევალა გარკვევით მიეთითებინა, ჰყავს თუ არა შპს „GTT COMPANY”-ის კრედიტორები და კრედიტორთა არსებობის შემთხვევაში წარმოედგინა: კრედიტორთა ნუსხა არსებული ვალდებულებების, უზრუნველყოფის საგნებისა და კრედიტორთა სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით.

განმცხადებელს ასევე დაევალა საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის წარმოდგენა იმის შესახებ, ერიცხებოდა თუ არა მოვალეს საკუთრების უფლებით უძრავი ქონება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის დროისათვის.

2016 წლის 28 მარტს შპს „GTT COMPANY”-ის დირექტორმა ზურაბ ბიწაძემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სასამართლოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „GTT COMPANY”-ის კრედიტორია შპს ,,SRH GROUP’’, რომლის მიმართ შპს „GTT COMPANY”-ის ერიცხება დავალიანება 800 ლარის ოდენობით. განცხადებაზე დართული 25.03.2016 წლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, „GTT COMPANY”-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, საქმეში წარმოდგენილ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ”GTT COMPANY”-ს უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

ამდენად, ვინაიდან შპს „GTT COMPANY”-ის არ გააჩნია ქონება, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „GTT COMPANY”-ის (ს/კ 404431879) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „GTT COMPANY”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 

 

მოსამართლე:                                                              ლაშა ქოჩიაშვილი