„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №237 |
|
2016 წლის 11 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-15 ნაწილისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20.08.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი – 020080160.22.034.016347) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“.
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე, 240-ე, 241-ე, 242-ე, 244-ე, 245-ე, 246-ე, 248-ე და 249-ე მუხლების, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-11, მე-13 და მე-15 ნაწილების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.
3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 თანდართული რედაქციით დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესი.“.
4. ბრძანებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესი“.
5. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმებს და მათი შევსება-წარმოების პროცედურებს.“.
6. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ.“.
7. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31 1. საჯარიმო ქვითარი (დანართი №16) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსის (ნმკ) 47-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევათა საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი; მართვის მოწმობის სერია და ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან); მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.“.
8. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51 1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი საჯარიმო ქვითარი (დანართი №17) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრისას, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას. 2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდის და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღნიშნება: მისი შედგენის თარიღი; საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; მიმღები მოლარე; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ოქმის წარმდგენის სახელი, გვარი, ხელმოწერა; ოქმის ჩამბარებლის სახელი, გვარი, ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე უარი. 5. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გადაეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.“.
9. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61 1. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (დანართი №18) შეიძლება გამოიცეს ელექტრონული ფორმით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრისას, როდესაც კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ჯარიმას. 2. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია, რომელიც აღნიშნულ პირს ეგზავნება მისამართზე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი. 4. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (იურიდიული პირი) სახელი და გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და მისამართი (იურიდიული მისამართი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტექნიკური პასპორტის ნომერი, გაცემის თარიღი; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი და ხელმოწერა.“.
10. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17415 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ამ წესის მე-8 მუხლით დამტკიცებული №6 დანართით გათვალისწინებულ ოქმის ფორმას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირი, ხოლო ამ წესის მე-20 მუხლით დამტკიცებული №15 დანართით გათვალისწინებულ დადგენილებას კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გამოსცემს ამავე ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი სამმართველოს უფროსი.“.
11. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი: „მუხლი 82 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №19) ივსება ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ საქმის ადგილზე განხილვა არ ხდება, სამართალდარღვევა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევას და საქმის მასალები განსახილველად ეგზავნება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №19) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან), ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან); მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი. 3. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს.“.
12. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის: ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები: „კ) №16 დანართი – „ეა“ ან „ებ“; ლ) №17 დანართი – „ეგ“ ან „ედ“; მ) №18 დანართი – „ეე“ ან „ევ“; ნ) №19 დანართი – „ეზ“ ან „ეთ“.“;
ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: „თ) №16 დანართი – „ვა“ ან „ვბ“; ი) №17 დანართი – „ვგ“ ან „ვდ“; კ) №18 დანართი – „ვე“ ან „ვვ“; ლ) №19 დანართი – „ვზ“ ან „ვთ“.“.
13. ბრძანებით დამტკიცებულ წესს თანდართული სახით დაემატოს №16, №17, №18 და №19 დანართები. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი–მე-9 და მე-11–მე-13 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი–მე-9 და მე-11–მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.
|
|