შპს „არენა მშენი“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/1492-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი _ შპს ,,არენა მშენი ’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 204388402)
დირექტორი _ სერგო უღრელიძე
წარმომადგენელი _ ლაზარე ძირკველიშვილი
რეაბილიტაციის მმართველი _ შერმადინ გიგოლაშვილი
მოთხოვნა _ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,არენა მშენი ს’’ გადახდისუუნარობის საქმე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ერთობლივი განცხადებით მომართეს შპს ,,არენა მშენი ს’’ დირექტორმა სერგო უღრელიძემ და რეაბილიტაციის მმართველმა შერმადინ გიგოლაშვილმა, რომლებმაც მოითხოვეს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.
სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №1.
შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების საკითხის განხილვა;
1.2. შპს ,,არენა მშენი ს’’ რეაბილიტაციის მმართველის და დირექტორის განცხადების განხილვა;
1.3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი