სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.04.2016
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016268
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,048 სიტყვა · ~25 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (30)
აღდგენა
ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა
მუხლი 2
აღრიცხვა
მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება
მუხლი 2
გადაბელვა
სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა
მუხლი 2
გაშენება
იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი
მუხლი 2
ვარჯის ფორმირება
ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე
მუხლი 2
ზეხმელი ხე
ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე
მუხლი 2
კორომი
მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი
მუხლი 2
მწვანე ნარგავები
მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები
მუხლი 2
მცენარის სახეობა
მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხის ადგილი
განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეური ან ძირნაყარი ხის მოჭრა - დამზადება
მუხლი 2
მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა
მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების ადგილის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს
მუხლი 2
მწვანე ნარგავის დამზადება
ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა
მუხლი 2
მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა
ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება
მუხლი 2
ნარჩენი
ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები
მუხლი 2
ნერგი
სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე
მუხლი 2
სპეციალური გამოკვლევა
კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა
მუხლი 2
ფაუტი ხე
ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე
მუხლი 2
ძირნაყარი ხე
მიწაზე წაქცეული  ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი,  აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი
მუხლი 2
ჭრა
მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა
მუხლი 2
ხმობადი ხე
ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია
მუხლი 2
რჩეული ხე
ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით
მუხლი 2
დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება
მუხლი 2
დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი
დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი)
მუხლი 2
დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“)
დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული  უფლებამოსილი ორგამოს მიერ
მუხლი 2
გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში  დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით
მუხლი 2
უფლებამოსილი ორგანო - ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, გამწვანების მოვლა
პატრონობის და  დასუფთავების  ცენტრი“
მუხლი 2
ქუჩისა და გზისპირა ნარგაობა - გზის სავალი ნაწილის ტროტუ
არის გასწვრივ მწკრივში დარგული ხეებისა და ბუჩქების ზოლი. ნარგაობის დანიშნულებაა ქუჩის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, ზაფხულის ჩრდილისაგან თავისი ჩრდილით დაიცვას ქუჩაში მოსიარულენი. ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარს შორის ეწყობა ბუჩქოვანი მცენარეების, ყვავილების ან მწვანე მოლის ზოლი (გაზონი)
მუხლი 2
მწვანე ზოლი - დასალებული ადგილების ირგვლივ გაშენებული მწვანე ნარგაობა, ქ
არის დაცვის, ჰავის გაუმჯობესების და მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით.
მუხლი 2
დათვალიერების აქტი
მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი მასალების მომზადება.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერი ლაშქარავა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ხის № მერქნიანი სახეობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.07.2016 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 05.12.2014 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 12.01.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.12.2018 ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 20.04.2015

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №17 2016 წლის 28 აპრილი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტი „ე“ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესი (დანართი №1); ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2); გ) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (დანართი №3); დ) ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი (დანართი №4). მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა დანართი №1 სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მიზანი 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – „წესი”) მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. 2. წესი განსაზღვრავს: ა) მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესს; ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს; გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა კანონით და ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.    მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) აღდგენა – ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა; ბ) აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება; გ) გადაბელვა – სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა; დ) გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები; ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი; ვ) ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე; ზ) ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე; თ) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი; ი) მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები; კ) მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული. ლ) მოსაჭრელი ხის ადგილი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეური ან ძირნაყარი ხის მოჭრა - დამზადება; მ) მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების ადგილის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს; ნ) მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა; ო) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება; პ) ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები; ჟ) ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე; რ) სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა; ს) ფაუტი ხე –  ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე;            ტ) ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული  ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი,  აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი;    უ) ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა; ფ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია; ქ) რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით; ღ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება; ყ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი); შ) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული  უფლებამოსილი ორგამოს მიერ; ჩ) გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში  დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით; ც) უფლებამოსილი ორგანო - ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, გამწვანების მოვლა–პატრონობის და  დასუფთავების  ცენტრი“; ძ) საშეშე მერქანი - მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი; წ) სპორტული პარკი (სტადიონი) - მწვანე მასივის, სადაც თავმოყრილია სპოირტული მოედნები და სხვადასხვა სახის ნაგებობანი სპორტული ვარჯიშებისა და შეჯიბრებებისათვის; ჭ) ბაღი - მწვანე მასივი გამოიყენება მოსახლეობის დასვენებისათვის და ზოგიერთი სახის კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებისათვის; ხ) სკვერი - ქუჩისა და მოედნის გამწვანებული ნაკვეთი, გამოიყენება ხანმოკლე დასვენებისათვის  და ხშირ შემთხვევაში ადგილმდებარეობის არქიტექტურულ-დეკორაციული გაფორმებისათვის; ჯ) ხეივანი - გზის ორივე მხარეს დარგული ხეები, ფეხით მოსიარულეთათვის საჩრდილობელი. ხეივანი შეიძლება იყოს ერთ, ორ და სამმწკვრივიანი, ღია და დახურული; ჰ) ბულვარი - ქუჩის სავალი ნაწილის შუა ღერძზე გამწვანებული ზოლი. ბულვარში დაშვებულია დეკორატიული ხასიათის ნაგებობის მოწყობა; ჰ.ა) ქუჩისა და გზისპირა ნარგაობა - გზის სავალი ნაწილის ტროტუარის გასწვრივ მწკრივში დარგული ხეებისა და ბუჩქების ზოლი. ნარგაობის დანიშნულებაა ქუჩის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, ზაფხულის ჩრდილისაგან თავისი ჩრდილით დაიცვას ქუჩაში მოსიარულენი. ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარს შორის ეწყობა ბუჩქოვანი მცენარეების, ყვავილების ან მწვანე მოლის ზოლი (გაზონი); ჰ.ბ) შიდაკვარტალური ნარგაობა - ეწყობა მოსახლეობის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები გასაუმჯობესებლად და შენობათა შორის მოქცეული მიწის ნაკვეთის მხატვრული გაფორმების მიზნით. დასახლების განაშენიანების ფართობის მიხედვით ეწყობა, ბავშვთა სათამაშო და სპორტული მოედნები და გართობა-დასვენების კუთხეები; ჰ.გ) ბოტანიკური ბაღი და დენდროპარკი - მწვანე მასივში მცენარეები განლაგებულია მათი წარმოშობის სისიტებატური ან გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით და გათვალისწინებულია კულტურულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის მემცენარეობაში (მცენარეთა აკლიმატიზაცია, მცენარეთა სისტემატიკა, მცენარეთა გეოგრაფია, ბოტანიკა, დენდროლოგია და სხვა.); ჰ.დ) ზოოლოგიური პარკი და ბაღი - მწვანე მასივში სპეციალურ ნაგებობებში მოთავსებული ცხოველთა სამყარო წარმომადგენლები, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-საკვლევი ბაზა; ჰ.ე) ტყე-პარკი - დასახლებულ ადგილების მოშორებით არსებული მწვანე მასივი. ტყე-პარკი განკუთვნილია დასვენებისა და სპორტისათვის; ჰ.ვ) მწვანე ზოლი - დასალებული ადგილების ირგვლივ გაშენებული მწვანე ნარგაობა, ქარის დაცვის, ჰავის გაუმჯობესების და მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით. ჰ.ზ) მოვლითი ჭრა ქალაქის გამწვანებაში - ქალაქის გამწვანებაში არსებული მწვანე ნარგავების ზრდა განვითარების და დეკორატიული მიზნით ჭრა; ჰ.თ) დათვალიერების აქტი – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი მასალების მომზადება. თავი II მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები მუხლი 3🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები 1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) სპეციალური გამოკვლევის (შესწავლის) მასალები; ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. 3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. 4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია: ა) მოვლითი ჭრა ქალაქის გამწვანებაში; ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით; გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები; დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა. მუხლი 4🔗. მოვლითი ჭრები 1. მოვლითი ჭრის სახეებია: ა) განათებითი ჭრა – ხორციელდება 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით; ბ) გაწმენდითი ჭრა – ხორციელდება 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას; გ) გამოხშირვითი ჭრა – ხორციელდება 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით; დ) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა; ე) სარეკონსტრუქციო ჭრა – ხორციელდება დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად. 2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან. 3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას. 4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან გამგეობის მიერ, ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად. 5. მოვლითი ჭრის ყველა სახე (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ტარდება 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, რომლებიც განლაგებული არიან 35​0-მდე დაქანების ფერდობებზე. 6. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე. 7. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა; ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა; გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა. 8. მოვლითი ჭრების დროს ტყე-პარკებში დეკორატიული მიზნით  შეიძლება ადგილზე დატოვებული იქნეს არასწორი ღეროს მქონე, როკებისაგან ცუდად გაწმენდილი და დიდვარჯიანი ეგზემპლიარები, მაგრამ გარეგნულად ლამაზი ხეები. დიდი ვარჯი მეტ ჩრდილს შექმნის და ტყე-პარკში დასვენებისათვის უკეთესი პირობები შექმნას. მოვლითი ჭრებით ტყე-პარკებში ხეების შიძლება განაწილებულ იქნეს არათანაბარ, არამედ დიდ და პატარა ჯგუფებად. ძლიერ განათებულ ადგილებში სასურველია მეორე სართულებში ქვეტყის ისეთი ჯიშები გავაშენოთ, რომელიც ტყე-პარკს სილამაზეს შემატებენ სხვადასხვაგვარი ფოთლებით, ყვავილებითა და ნაყოფებით. მოვლითი ჭრების დროს საჭიროა ცოდნა ტყე-პარკების შექმნილი ძვირფასი ჯიშების დამახასიათებელი თვისებები, როგორიცაა ხშირი შეფოთვლა, დიდი და განიერი ვარჯი. შემდეგ უნდა გამოიყოს და მოიჭრას ისეთი ხეები, რომელნიც ხელს უშლიან საპარკო ჯიშების ზრდა განვითარებას და საპარკო ჯიშებთან ერთად რეზერვად უნდა დარჩეს ისეთი ხეებიც, რომელნიც ხელს არ უშლიან მათ ზრდა-განვითარებას. მუხლი 5🔗. ხეების კლასიფიკაცია მოვლითი ჭრის ჩატარებისას ყველა ხე მათი სამეურნეო-ბიოლოგიური ნიშნების მიხედვით იყოფა კატეგორიებად: ა) რჩეული ხეები – უნდა მიეკუთვნოს ჯანსაღი, თესლით წარმოშობილი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან მაქსიმალურად გაწმენდილი ხეები კარგად ფორმირებული ვარჯით. როგორც წესი, რჩეული ხეების გამოვლენა ხდება გამოხშირვითი ჭრის ხნოვანების პერიოდში; ბ) დამხმარე ხეები – უნდა მიეკუთვნოს ის ხეები, რომლებიც ხელს უწყობენ რჩეული ხეების ღეროს გაწმენდას ტოტებისაგან, ღეროსა და ვარჯის ფორმირებასა და ნიადაგის დაცვის ფუნქციის გაუმჯობესებას;     გ) მავნე ხეებს უნდა მიეკუთვნოს: გ.ა) ხეები, რომლებიც ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას, ასევე ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი ხეები; გ.ბ) დაგრეხილი, დიდნუჟრიანი, ძლიერ გაბარჯღული ხეები, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, თუ ასეთი ხეები კორომში არ ასრულებს სხვა რაიმე სასარგებლო ფუნქციას ან/და მათი მოჭრით არ შეიქმნება დიდი ფანჯრები; გ.გ) კორომში შერეული არასასურველი მერქნიანი სახეობები, თუ ისინი ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას და მათი მოშორება არ გამოიწვევს კორომის 0.5 სიხშირემდე დაბლა დაყვანას. მუხლი 6🔗. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა 1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი და სანიტარიული ჭრისა), უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების უბანი. 2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში _ ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები შერჩევით. მუხლი 7🔗. მოვლითი ჭრების განხორციელების  განსაკუთრებული მოთხოვნები 1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას. 2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით. მუხლი 8🔗. მოსაჭრელი ხეების მონიშვნა 1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი ხეების უბანი. 2. მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. 3. მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნამდე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების რაოდენობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. 4. ადგილი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები. 5. ადგილზე დასამზადებელი მწვანე ნარგავების  აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი 2-ის შესაბამისად. 6. ადგილის ადგილმდებარეობა განისაზღვრება უბნის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატებით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება ,,+“ ნიშანი.). 7. მოსაჭრელი ადგილის მონიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ“, ,,დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას. 8. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით. 9. მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. 10. ძირნაყარი ხის გაცემისას, მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად. 11. აღრიცხვის უწყისი ინახება უფლებამოსილ ორგანოში. მუხლი 9🔗. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით 1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით. 2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს: ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას; ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს. 3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 10🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები სტიქიური და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში 1. სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვ.) ან სხვა მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური ეკოლოგიური და სხვ.) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ ორგანოს ან შესაბამის გამგეობას უფლება აქვს, მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი. მუხლი 11🔗. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები 1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 2. ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია: ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის მწვანე ნარგავების უბნებში; ბ) სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება; გ) ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა; დ) ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება, ქვედა ტოტების შეჭრა; ე) ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხეების გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე. 3. ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდიან, ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში. 4. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით. 5. მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახური. მუხლი 12🔗. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა 1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე. 2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. 3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს უფლებამოსილი ორგანო  ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. 4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას. 5. აღდგენას ექვემდებარება: ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები; ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას; გ) გამეჩხერებული და ბუნებრივი წარმოშობის მეჩხერი კორომები (0.1-0.2 სიხშირის), რომლებიც საჭიროებს ხელოვნური გზით აღდგენას; დ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას. მუხლი 13🔗. აღდგენისა და გაშენების ფორმები 1. აღდგენის ფორმებია: ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა; ბ) აღდგენა თესვით; გ) აღდგენა დარგვით. 2. გაშენების ფორმებია: ა) გაშენება ნერგების დარგვით; ბ) გაშენება თესვით. მუხლი 14🔗. მწვანე ნარგავებით ტერიტორიის აღდგენის მიზნით ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა კორომის ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ა) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების არსებობისას აღსადგენი ფართობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეღობვა ძოვებისაგან დაცვის მიზნით; ბ) მწვანე ნარგავებით  ტერიტორიის არადამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების პირობებში ფართობის მთლიანი შეღობვა, ნიადაგის აჩიჩქნა (ფართობის დაახლოებით მესამედზე 8-10 სმ სიღრმით), აგრეთვე შეღობილ ფართობზე სასურველი სახეობის თესლის შეთესვა ბაქნებსა და ზოლებზე (ფართობის დაახლოებით მესამედზე ან უფრო მეტზე, საჭიროების მიხედვით). მუხლი 15🔗. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმების შერჩევა 1. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე. 2. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას. მუხლი 16🔗. მწვანე ნარგავების აღდგენის დაპროექტება 1. დაპროექტებას ექვემდებარება: ა)  კულტურების გაშენება; ბ) დაცვითი ნარგავების გაშენება; გ) დეგრადირებული კორომების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების რეკონსტრუქცია; დ) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 2. მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პროექტის შედგენის საფუძველსა (ბრძანება, ხელშეკრულება და ა.შ) და მიზანს; ბ) აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის, საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით; გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას; დ) შერჩეული სახეობის ენტო და ფიტომავნებლების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს; ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების, პარამეტრებისა და  ხარჯთაღრიცხვის შესახებ; ვ) მოვლის ღონისძიებებს; ზ) კარტოგრაფიულ მასალას. 3. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების პროექტი უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ინფორმაციას. 4. მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, მათ შორის, აუცილებელი მრავალწლიანი მოვლის განხორციელება. მუხლი 17🔗. სარგავი მასალა მწვანე ნარგავების აღდგენისათვის სარგავ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) ნათესარი; ბ) ნერგი; გ) კალამი; დ) ფესვის ნაბარტყი. მუხლი 18🔗. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას 1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის. 3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად. 4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე. 5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით. 6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით. მუხლი 19🔗. სპეციალური ჭრა 1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის: ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის; გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის; დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის; ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას; ვ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის. 2. სპეციალური ჭრის შედეგად მიღებულ მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება  უფლებამოსილი ორგანოს  მიერ, ამ წესის 23-ე მუხლის შესაბისად. მუხლი 20🔗. სპეციალური ჭრის განხორციელება 1. სპეციალური ჭრა ხორციელდება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად, მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით ან მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით. 2. სპეციალური ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და სპეციალურ ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის საფუძველზე) ან/და უფლებამოსილი ორგანოს, ასევე გამგეობის მიერ. 3. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით, საწყობდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი გადაცემა ხდება სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და უფლებამოსილი ორგანოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.  მერქნული რესურსის მოცულობა დგინდება ფაქტობრივ გამოზიდული მოცულობის შესაბამისად. 4. სპეციალური ჭრის დროს შესაძლებელია განხორციელდეს ხეების ფორმირება ან/და გადაბელვა. მუხლი 21🔗. ხეების სხვლა-ფორმირება 1. ხეების ფორმის არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე ხმელი და საშიში ტოტების მოცილების მიზნით ხორციელდება ხეების სხვლა- ფორმირება. 2. ხეების სხვლა-ფორმირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე. 3. ხეების ფორმირება წარმოებს „ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის“ (დანართი №4) შესაბამისად. მუხლი 22🔗. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა 1. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა. 2. ამოღება–გადარგვას ექვემდებარება: ა)  წიწვოვანი სახეობები ღეროს მაქსიმალური დიამეტრით 16 სმ (დიამეტრი იზომება 1.3 მ სიმაღლეზე); ბ) ფოთლოვანი სახეობები ღეროს მაქსიმალური დიამეტრით 18 სმ (დიამეტრი იზომება 1.3 მ სიმაღლეზე). 3. ხეების გადარგვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს ან გამგეობის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.        მუხლი 23🔗. მოჭრილი მწვანე ნარგავების განთავსება და გადაცემა 1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებულ მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტის თანხმობით. 2. უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი საკუთარი ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. თავი III მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება მუხლი 24🔗. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება 1. მწანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2) დგება მოსაჭრელი ხეების ადგილის მოსაზღვრე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვის, მონიშვნისა და რაოდენობისა განსაზღვრისათვის. 2. აღრიცხვის უწყისს ადგენს უფლებამოსილი ორგანო, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას. 3. უფლებამოსილი ორგანო ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ აღრიცხვის უწყისს. 4. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდგომ. თავი IV დამზადებული  მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესი მუხლი 25🔗. დოკუმენტების ფორმა დოკუმენტი (დანართი №3) გაიცემა დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის მიზნით. ა) მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) დამზადებული მწვანე ნარგავების  მიღება-ჩაბარების დოკუმენტის შევსება ხდება თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან გადამზიდავ დაინტერესებულ პირზე; ბ) დამზადებული მწვანე ნარგავების  მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, დოკუმენტის დამოწმების შემდეგ ერთი ეგზემპლარი რჩება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს (გადამზიდავს); გ) დაუშვებელია დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაფუჭებული ფორმის ჩაბარება მოხდება მის გამცემ ორგანოში; დ) დოკუმენტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტი გაიცემა თავიდან; ე) დოკუმენტის ფორმა ივსება ქართულ ენაზე. მუხლი 26🔗. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს ვალდებულებანი 1. უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უზრუნველყოს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის  ფართობზე  აღმოცენებული მწვანე ნარგავის  მოჭრა დადგენილი წესის შესაბამისად,   უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. 2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უარი განაცხადოს მომსახურების  გაწევაზე  თუ,  არ არსებობს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მუხლი 27🔗. დოკუმენტის მოქმედების ვადა დოკუმენტის მოქმედების ვადა ტრანსპორტირებისათვის განისაზღვრება ხეების გადაზიდვისათვის დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტის დამოწმებიდან არაუმეტეს 6 საათისა. მუხლი 28🔗. დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისათვის მიღება-ჩაბარების დოკუმენტის  გაცემა და დამოწმება დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტის (დანართი №3) გაცემის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო დოკუმენტის გაცემის მიზნით: ა) გასცემს დოკუმენტს დამზადებულ მწვანე ნარგავებზე; ბ) ავსებს დოკუმენტის 1-ლ-მე- 5,მე-7,მე-8 რეკვიზიტებს; გ) ბეჭდით ადასტურებს დოკუმენტის გაცემას; დ)  დოკუმენტის მე-6 რეკვიზიტში ხელმოწერა ხდება დაინტერესებული პირის მიერ. მუხლი 29🔗. დაინტერესებული პირის ვალდებულებანი 1. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაზიდვისას თან იქონიოს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული დოკუმენტი. 2. გადამზიდავი პირი ვალდებულია ხეების ტრანსპორტირებისას იქონიოს დოკუმენტი, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. 3. დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება) ხდება, თუ დარღვეულია ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 4. სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებებისას, თუ შეუძლებელია განსაზღვრულ ვადაში დამზადებული მწვანე ნარგავების დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვა, მფლობელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიმართოს შესაბამის ორგანოს და მოითხოვოს დამზადებული მწვანე ნარგავების დანიშნულების ადგილამდე შემდგომი ტრანსპორტირების უფლება. დანართი №2 მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი მუნიციპალიტეტის     _________________                                                  ____      ____________    20    წ ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნმა_______________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ადგილზე გასვლით შესწავლილი იქნა მწვანე ნარგავების ადგილმდებარეობა (დაინტერესებული პირის  არსებობის შემთხვევაში- განცხადება) და დადგინდა შემდეგი: ____________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ ფართობი ------- ჰა; ჭრის სახე --------------------------; აღრიცხვის მეთოდი ----------------------; მოსაჭრელი ხეების ადგილის კოორდინატები X ---------------;Y----------------; ხის № მერქნიანი სახეობა შენიშვნა 1 2 3 სულ: აღრიცხვის უწყისის შემდგენი :                                                                     1.        _________________________________________ 2.        _________________________________________ 3.        _________________________________________ 4.      ___________________________________________                                   ბ.ა. დანართი №3 დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი № ---------- 1. დაინტერესებული პირი:  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (იურიდიული ან ფიზიკური პირი, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი,  მისამართი;  წარმომადგენლის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მინდობილობის გაცემის თარიღი, ნომერი) 2. მწვანე ნარგაობის სახეობა (ჯიში)––––––––––––––––   მოცულობა კბმ  ––––––––  3.გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––  4. სატრანსპორტო საშუალება:  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                        (ტრანსპორტის სახეობა, სახელმწიფო ნომერი) 5. გადამზიდავი პირი:  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  6. დაინტერესებული პირი: ხელმოწერა ------------------------------- 7. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი   ––– სთ. ––– წთ. “––––” “–––––“  20–– წელი. 8. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირი: სახელი, გვარი  –––––––––––––––––––––       ხელმოწერა ––––––––––––                  ბ. ა. დანართი №4 ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო და მიზანი 1. ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი (შემდგომში-წესი) განსაზღვრავს სენაკის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების ძირითად ფორმებსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანსაღი გარემოს შექმნა, ხეების სიჯანსაღის შენარჩუნება და ამასთანავე, მათი მდგრადობის ამაღლება. თავი II მოსამზადებელი სამუშაოები ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი მუხლი 2🔗. ხეების შეფასება 1. ხეების მოვლის ღონისძიებები ყოველთვის წარმოადგენენ ჩარევას მისი ბუნებრივი ზრდის პროცესში. მოვლის ღონისძიებების სწორად დაგეგმვისათვის უნდა განხორციელდეს ხის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასება. 2. წინასწარი შეფასება ხის მოვლის დაგეგმვის მიზნით, გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობის დადგენას, რის შედეგადაც მიღწეულ იქნება სასურველი შედეგი. 3. ხის (ნარგაობის) მდგომარეობის წინასწარი შეფასებისას ხორციელდება: ა) ხის ფუნქციური დანიშნულების დადგენა, სპეციფიკური მონაცემების გაანგარიშება; ბ) ხის დაზიანების ხარისხის და სახის დადგენა; გ) ხის მოვლის კონცეფციის შემუშავება, მათ შორის, ღონისძიებათა სახეების  დადგენა; დ) ხის მორიგი გამოკვლევის ვადების დადგენა. 4. ხის (ნარგაობის) მდგომარეობის შეფასებისას გასათვალისწინებელია: ა) ნარგავების სიმჭიდროვე, როცა ცალკეული ნარგავების ვარჯები გადახლართულია ერთმანეთში 1/3-ზე მეტით; ბ) გამხმარი და ხმობადი ტოტების არსებობა; გ) ვარჯის დეფორმაციის ხარისხი; დ) ხნოვანება – ფიზიოლოგიურად დაბერებული, ხმელი ტოტებით, დაზიანებული მერქნით, დაზიანებულნი მავნებელ-დაავადებებით. მუხლი 3🔗. მონაცემთა აღრიცხვა უფლებამოსილი ორგანო მონაცემთა აღრიცხვას აწარმოებს შესაბამის მონაცემთა სააღრიცხვო დოკუმენტში - ხეთა რეესტრში ან კატალოგში. თავი III ხის მოვლის სახეები (ფორმები) მუხლი 4🔗. არსებობს ხის სხვლის, ტოტების შეჭრის რამდენიმე სახე (ფორმა) ხის სხვლის, ტოტების ჭრის სახეებია: ა) ფორმირებითი სხვლა; ბ) სანიტარიული სხვლა; გ) გამაახალგაზრდავებელი სხვლა. მუხლი 5🔗. ხის ფორმირებითი სხვლა 1. ხის ფორმირებითი სხვლის მიზანია: ა) მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება; ბ) ზრდის ხასიათის შეცვლა, ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა (საჰაერო კომუნიკაციები, შენობათა ფასადები და სხვა). 2. ხის ფორმირებითი სხვლა რეკომენდებულია: ა) სწრაფმოზარდ სახეობებში ფორმირებითი სხვლა ხორციელდება ყოველწლიურად; ბ) ნელამოზარდ სახეობებში ორ წელიწადში ერთხელ: გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ყინვების შედეგად დაზიანებული ადგილების ჭრაც ხორციელდება; გ) ფოთლოვან სახეობებში აუცილებელია ჭრის ადგილები (2 სმ ზე მეტის დიამეტრის) დაიფაროს შესაბამისი ხსნარით; წიწვოვან სახეობებში გადანაჭერის დაფარვა აუცილებელი არ არის, ვინაიდან ეს მცენარეები გამოყოფენ ფისს, რომელიც იცავს ჭრის ადგილებს; დ) ზრდის სასურველი მიმართულების მიცემის მიზნით, ხე, რაც შეიძლება ადრეულ ხნოვანებაში უნდა გაისხლას; ამ დროს უზრუნველყოფილია ვარჯის სტაბილური განვითარება. ამასთანავე რეკომენდებულია, გადახლართული, გადატეხილი ტოტების ან იმ ტოტების, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან გაზრდილები, მოცილება ან/და მოჭრა ერთი ტოტის დატოვებით. მუხლი 6🔗. ხის სანიტარიული სხვლა 1. ხის სანიტარიული სხვლის მიზანია: ა) დაავადებული, ხმობადი, გამხმარი, გადატეხილი, გადახლართული ტოტების მოცილება; ბ) გვერდითა ნაზარდების და ამონაყარის მოცილება (ვარჯის აწევა); გ) ვარჯის თანაბარი სინათლის გამტარობის და ჰაერგამტარობის (ვენტილაციის) ხელშეწყობა. 2. ხის სანიტარიული სხვლა რეკომენდებულია: ა) თუ ახალგაზრდა მცენარეებს ძლიერ დაზიანებული აქვთ მერქანი, აუცილებელია დაზიანებული ნაწილის მოცილება ჯანმრთელ მერქნამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუცილებელი გახდება ვარჯის მთლიანად მოცილება. ამგვარი მცენარეების ფესვთა სისტემა, როგორც წესი, არ არის დაზიანებული და მცენარეს აღდგენისათვის ესაჭიროება 2-3 წელიწადი; ბ) სანიტარიული სხვლა რეკომენდირებულია განხორციელდეს სისტემატურად, წლის განმავლობაში 1–2 ჯერ. მუხლი 7🔗. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა 1. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა არის ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას. 2. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა ხორციელდება: ა) მცენარის ფიზიოლოგიური დაბერებისას, როცა აღარ ხდება ყოველწლიური ნაზარდის წარმოქმნა; ბ) დეკორატიულობის დაკარგვისას; გ) პოტენციურად საშიში ხეების შემთხვევაში – ძალიან მაღალი ან/და გადახრილი ხეების შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის წარმოქმნისას. 3. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლისას რეკომენდებულია: ა) ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას; ბ) იმ მცენარეებში, რომელთაც ახასიათებთ ნებისმიერ ასაკში ნაზარდის წარმოქმნის კარგი შესაძლებლობა (ვერხვი, ტირიფი, ზოგიერთი სახეობის ნეკერჩხლები). ამ დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ხის ხნოვანებაზე; რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე მით მცირე უნდა იყოს სხვლის ხარისხი; გ) სხვლა უნდა განხორციელდეს ოქტომბრიდან აპრილამდე. 2–3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად. ვერხვების შემთხვევაში (გარდა თეთრი ვერხვისა), სხვლა ხორციელდება ფოთოლცვენის შემდგომ, წვენის მოძრაობის დაწყებამდე; დ) ტოტები შეიჭრება განშტოებებიდან არანაკლებ 20 სმ-ზე. 1–3 წელიწადში ხორციელდება ვარჯის შეთხელება.  3–4 წელიწადში შესაძლებელია სხვლის განმეორება. 4. ყველა სახის სხვლა–ფორმირებისას აუცილებელია დაცული იქნეს შემდეგი პირობები: ა) ხეეების ვარჯის სხვლა ფორმირებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მათი ბუნებრივი ფორმა. მაქსიმალურად  უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას; ბ) რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე, მით მცირეა სხვლის პროცენტი. თავი IV ხის ვარჯის ჭრის ტექნოლოგია მუხლი 8🔗. ზოგადი წესი ჭრის შესახებ 1. ქალაქის პირობებში, ხის ვარჯზე ჩატარებული ჭრის ღონისძიებები მის ზრდა-განვითარებას ემსახურება, რაც ხეს საშუალებას აძლევს ძლიერი, ჯანმრთელი და სატრანსპორტო საშუალებებისგან დაცული იყოს. საჭირო ღონისძიებები რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, რათა აცილებულ იქნეს სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ზიანი. 2. თხელი, სუსტი და ძალიან წვრილი ტოტები ხელის ხერხით ან/და ტოტის საჭრელი მაკრატლით უნდა მოიჭრას. 3. ახალგაზრდა ნაზარდების მოცილება ხორციელდება კარგად განვითარებული კვირტის ზემოთ; ჭრის ადგილი უნდა იწყებოდეს კვირტის წარმოქმნის სიბრტყეზე საწინააღმდეგო მხრიდან და უნდა დამთავრდეს კვირტის წვეროსთან. 4. ძლიერი ტოტების მოცილება, მერქნის დახეთქვის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია განხორციელდეს სამი ჭრით. უსაფრთხოების მიზნით ხდება ტოტის თოკით დამაგრება. პირველი ჭრა ხდება ხის ტოტის ქვემოთა მხრიდან, დაახლოებით ხის ტოტის სისქის  1/4 სიღრმეზე. მეორე ჭრა ხორციელდება ხის ტოტის ზედა მხრიდან, 3-5 სმ- ის დაცილებით. მესამე ჭრა სრულდება ხის ტოტის შეერთების ადგილას, რგოლის გასწვრივ (დანართი 1, ნახაზი 1). 5. ხეების სხვლისას  უმეტეს შემთხვევაში ტოტის ჭრის კუთხე რეკომდებულია 120–1350 . ამგვარი გადანაჭრელები თანაბარზომიერად იფარება კალუსით. მუხლი 9🔗. ჭრათა თანმიმდევრობა ხის ტოტის დამოკლებისას  1. ტოტის დამოკლებისას, უნდა შეფასდეს მისი უახლოესი განშტოება, რომლის სისქეც დასამოკლებელი ტოტის ჭრის ადგილის სისქის 1/3 მაინც უნდა იყოს (დანართი 1, ნახაზი 2.). 2. შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ძლიერი ტოტების მოჭრა, კერძოდ იმ ხეებისთვის, რომლებსაც ვარჯის სიმეჩხერისკენ აქვთ ტენდენცია (მაგალითად, როგორიცაა: წაბლი, არყის ხე, ალვის ხე და ტირიფები). ეს ღონისძიება დასაშვებია, თუ უხეში ან ძლიერი ტოტების ჭრა ხის დაზიანების (როგორიცაა გადატყდომა, გაბზარვა) თავიდან ასაცილებლად ხდება.  3. ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ ტოტის შეერთების ადგილი - რგოლი ან/და დასაცავი ზონა/ადგილი შენარჩუნდეს, აგრეთვე შესაძლებელი იყოს დაზიანებული ადგილის კარგად შეხორცება (ხე დაზიანებულ ადგილას ბუნებრივად წარმოქმნის ფენას, რომელიც ჭრილობას ფარავს); ტოტის მოჭრის შემდეგ არ უნდა დარჩეს  ნარჩენი. 4. ჭრის განხორციელება, ძლიერი ტოტის ხის ღეროსთან შეერთების ადგილის  შემთხვევაში (დანართი 2, ნახაზი 3.). 5. ჭრის განხორციელება, უხეში ტოტის ხის ღეროსთან შეერთების ადგილის შემთხვევაში (დანართი 2, ნახაზი 4.) მუხლი 10🔗. პროფილური ჭრა სინათლის რეჟიმის გაუმჯობესებისათვის 1. აღნიშნული მეთოდით ხის სხვლა ახალგაზრდა ასაკიდანვე იწყება. ასეთი ჭრები უნდა შესრულდეს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ, თანდათანობით. ჭრები რამდენიმე წლის მანძილზე უნდა გადანაწილდეს და განხორციელდეს. ამ ჭრების შედეგად ხეებს, რომლებიც დარგულია გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, თავიანთი ვარჯის სიდიდის მინიმუმ ნახევარი უნდა შეუნარჩუნდეს. დიდი ხნოვანების ხეებს უნდა ჩაუტარდეთ შედარებით ინტენსიური ჭრა, სუსტი და უხეში ტოტების მოცილებით. ძლიერი ტოტების მთლიანი მოშორება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული. 2. სატრანსპორტო და საფეხმავლო ქუჩების გასწვრივ დარგული ხეების სხვლა-ფორმირება ტარდება იმგვარად, რომ დაცული იყოს, როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება. გზის სავალი ნაწილის მხარეს, ადრეული ასაკიდანვე ხდება ხის ქვედა ტოტების შესხვლა 4,50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო საფეხმავლო ზონის მიმართულებით 2,50 მეტრის სიმაღლეზე (დანართი 3, ნახაზი 5). მუხლი 11🔗. გამხმარი ტოტების მოშორება მკვდარი და მოტეხილი, სუსტი ზომის ტოტები სატრანსპორტო უსაფრთხოების მიზეზით, უნდა მოიჭრას და გვირგვინს მოსცილდეს (დანართი 3, ნახაზი 6). მუხლი 12🔗. ხის გვერდითი ამონაყარების მოცილება გვერდითი ამონაყარები ხის ღეროსა და ხის განშტოებებზე უნდა მოსცილდეს ბრტყლად მთელ დიამეტრზე (დანართი 3, ნახაზი 7). მუხლი 13🔗. ხის ვარჯის გასხვლა სინათლის შეღწევის უზრუნველსაყოფად  ხის ვარჯის გასხვლა სინათლის შეღწევის უზრუნველსაყოფად ხორციელდება უმეტესად ტოტების გარეთა    მხარეს, წვეროსკენ. ხის გარშემოწერილობის მიხედვით განასხვავებენ  სუსტ  (5 %), საშუალო (10%) და ძლიერ (15 %) სხვლას.  ამ დროს მაქსიმალურად  უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას. თავი V განსაკუთრებული ღონისძიებები მუხლი 14🔗. განსაკუთრებული ღონისძიების სახე გადაბელვა 1. გადაბელვა ნიშნავს ხის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორებას.  2. გადაბელვით ღონისძიებებს გააჩნია ნეგატიური შედეგები: ა) გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება; ბ) გადაჭრის ადგილებში კვდება ხის ქერქი და იწყება ლპობის პროცესი; გ) წონასწორობა ფესვებსა და ხის ღეროს შორის ირღვევა, რაც იწვევს ფესვების კვდომას და ვითარდება სოკოვანი დაავადებები; დ) გადაბელვის შედეგად ამოყრილი ტოტები ხასიათდება არამდგრადობით და ხდება მათი ხის ღეროსთან შეერთების ადგილებში გადატეხა, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის გარემოს. 3. გადაბელვა დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. მუხლი 15🔗. ხის ვარჯის ფორმირება  საგზაო მოძრაობის შეფერხებისას 1. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაშვებია ხის ვარჯის დაზიანებული ტოტების ან/და ვარჯის ნაწილის ჭრა. 2. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხის ვარჯის შემცირება დასაშვებია მისი (ვარჯის) სიმაღლის 20 % - ის ოდენობით, რათა მან შეძლოს შემდგომი განვითარება. 3. დაზიანების არსებობის შემთხვევაში დაზიანებული ტოტები უნდა მოიჭრას, ხოლო დაუზიანებელი ნაწილი მოჭრილი ნაწილის პროპორციულად გაისხლას. 4. ტოტები უნდა მოიჭრას დასატოვებელ ტოტთან, რომლის დიამეტრიც, მოჭრის ადგილას, მოსაჭრელი ტოტების დიამეტრის დაახლოებით 1/3 უნდა შეადგენდეს. 5. ახალი ამონაყარები, მოძრაობის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, უნდა განცალკევდეს ან დამოკლდეს. 6. ჭრა უნდა შესრულდეს არსებული ჭრის ადგილიდან ზევით, მაგრამ არა დაზიანების შედეგად არსებული ჭრილობის შეხორცების ადგილას. 7. ეგრეთ წოდებული "მკურნალობა" უნდა ჩატარდეს სისტემატურად, ყოველ 3- 5 წელიწადში ერთხელ. 8. ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ წლების მანძილზე ჩამოყალიბდეს ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდება.