საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (12)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ
1. ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად ადგენს საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოსახვის ფორმებს, გამოყენების სფეროს, გამოყენებისა და დაცვის წესს.
2. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი ინახება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ადგილას.
თავი II. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ფორმები და აღწერილობა
1. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით.
2. სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების გამოსახულებები ამ კანონს თან ერთვის.
1. სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია. ფარისმტვირთველებად წარმოდგენილია ოქროს ორი ლომი. ფარის საყრდენია ვაზის ქართული, სტილიზებული ორნამენტი, ჩაწნული სადევიზე ბაფთით. სადევიზე ბაფთაზე მხედრული ანბანით აღნიშნულია დევიზი „ძალა ერთობაშია“.
2. მცირე სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია.
1. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.
2. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს სრული სახით ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხი) გამოყენებით.
4. მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით.
5. შესაძლებელია სახელმწიფო გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გარეშე (კონტურით) გამოსახვა.
თავი III. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო
1. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების (დაწესებულებების) შენობების ფასადზე:
ა) საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია;
ბ) საქართველოს პარლამენტი;
გ) საქართველოს მთავრობა და სამინისტროები;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
ე) საქართველოს უზენაესი სასამართლო;
ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურა;
ზ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;
თ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
ი) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები;
კ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;
ლ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
2. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტების შენობების ფასადზე.
3. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში თავსდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების (დაწესებულებების) სხდომათა დარბაზებში:
ა) საქართველოს პარლამენტი;
ბ) საქართველოს მთავრობა;
გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;
დ) საქართველოს უზენაესი სასამართლო;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
4. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში თავსდება შემდეგი სახელმწიფო თანამდებობის პირების სამუშაო კაბინეტებში:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
ე) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები;
ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
ზ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
თ) საქართველოს გენერალური პროკურორი;
ი) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
კ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
ლ) საქართველოს სახალხო დამცველი;
მ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები;
ო) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები და საზღვარგარეთ საქართველოს სხვა ოფიციალური წარმომადგენლობების (მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობების) ხელმძღვანელები.
5. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება:
ა) საქართველოს კანონებზე და პარლამენტის მიერ მიღებულ სხვა სამართლებრივ აქტებზე;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებზე, განკარგულებებსა და სხვა სამართლებრივ აქტებზე;
გ) საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებზე;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.
6. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება შემდეგი უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ბლანკებზე:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტი;
გ) საქართველოს მთავრობა;
დ) საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოები.
7. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ბეჭდებზე.
8. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისას.
9. შესაძლებელია სახელმწიფო გერბის სრული სახით, ამ კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმით გამოსახვა საქართველოს ფულადი ერთეულის ნიშნებზე, ბანკნოტებზე ჭვირნიშნის სახით და მონეტებზე.
1. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე.
2. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში თავსდება საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) სხდომათა დარბაზებში.
3. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში თავსდება შემდეგი სახელმწიფო თანამდებობის პირების სამუშაო კაბინეტებში:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის უფროსი;
ბ) საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) თავმჯდომარეები;
გ) მინისტრებისა და ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“–„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო თანამდებობის პირების მოადგილეები;
დ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები;
ე) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, რომლებსაც კანონით დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება;
ვ) საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელები.
4. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების (დაწესებულებების) და სახელმწიფო თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები;
გ) საქართველოს სამინისტროები;
დ) საქართველოს გენერალური პროკურატურა;
ე) საქართველოს სახალხო დამცველი;
ვ) საქართველოს კონტროლის პალატა;
ზ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
თ) საქართველოს ეროვნული ბანკი.
5. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელ დოკუმენტებზე.
6. მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება საქართველოს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ბეჭდებსა და შტამპებზე, აგრეთვე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბეჭდებსა და შტამპებზე, რომლებსაც კანონით დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება.
7. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება სამხედრო ხომალდებზე და სხვა მცურავ საშუალებებზე.
საქართველოს სახელმწიფო გერბი ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით გამოისახება:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე;
ბ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ორგანოების, საოლქო სასამართლოების, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საზღვარგარეთ საქართველოს სხვა ოფიციალური წარმომადგენლობების ბლანკებზე.
1. საქართველოს სახელმწიფო გერბი ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გარეშე, ოქროცურვილით გამოისახება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ყდაზე.
2. საქართველოს სახელმწიფო გერბი ერთ ფერში გამოისახება:
ა) სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემულ საერთო-სახელმწიფოებრივი სახის დოკუმენტებზე, რომელთა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების თანამდევ დოკუმენტებზე.
საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სხვა შემთხვევები განისაზღვრება კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
თავი IV. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენებისა და დაცვის წესი
1. სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც დგას ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ.
2. სამი და მეტი, კენტი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) შუაში.
3. ოთხი და მეტი, ლუწი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) ცენტრიდან მარცხნივ (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად).
4. სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი სახელმწიფო გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ანდა სახელმწიფო გერბს ზომით აღემატებოდეს.
5. დაუშვებელია სახელმწიფო გერბის გამოსახვა ერთ ფირნიშზე შესაბამისი დაწესებულების (ორგანიზაციის) სახელწოდებასთან ერთად.
6. დაუშვებელია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბები (ჰერალდიკური ნიშნები) ზუსტად იმეორებდეს სახელმწიფო გერბს ან სახელმწიფო გერბი წარმოადგენდეს მათ საფუძველს.
7. დაუშვებელია დაზიანებული სახელმწიფო გერბის გამოყენება.
8. იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც სახელმწიფო გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
9. სახელმწიფო გერბის გამოყენება ამ კანონის დარღვევით ან სახელმწიფო გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10. სახელმწიფო გერბის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.
თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1990 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ და 1990 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს 1990 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონის საფუძველზე მოქმედი საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოცხადდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და მისი დაცვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება მისი ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 1 ოქტომბერი.
№454-IIს

საქართველოს სახელმწიფო გერბი

საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი
საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ
ძალადაკარგულია - 14.11.2018, №3726)
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ
მუხლი 1🔗
1. ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად ადგენს საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოსახვის ფორმებს, გამოყენების სფეროს, გამოყენებისა და დაცვის წესს.
2. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი ინახება საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილ ადგილას.
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
ორგანული
კანონი №1069 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით.
2. სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების გამოსახულებები ამ კანონს თან ერთვის.
მუხლი 3🔗
1. სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლმეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.
2. მცირე სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187
მუხლი 4🔗
1. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.
2. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს სრული სახით ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხი) გამოყენებით.
4. მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით.
5. შესაძლებელია სახელმწიფო გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გარეშე (კონტურით) გამოსახვა.
მუხლი 5🔗
1. სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოისახება სახელმწიფო გერბი, არიან:
ა) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები;
ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
გ)
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები;
დ) (ამოღებულია – 06.09.2013, №1069);
დ
1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტები;
ვ) სამხედრო ნაწილები;
ზ)
სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები;
თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;
ი) საქართველოს საერთო სასამართლოები;
კ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
2. სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობების ფასადზე და სხდომათა დარბაზებში, თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში.
3. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება:
ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისას;
ბ) საქართველოს ფულის ნიშნებზე (მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტებსა და მონეტებზე);
გ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა;
დ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ საქართველოს ვიზაზე.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187
საქართველოს
2007
წლის
27
ივნისის
ორგანული
კანონი
№5086 -
სსმ
I, №26, 11.07.2007
წ
.,მუხ
.22
9
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №4993 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5005 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის ორგანული კანონი №6440 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
ორგანული
კანონი №1069 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის ორგანული კანონი
№3970
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 27
ივნისის ორგანული
კანონი №2634
–
ვებგვერდი, 06.07.2018წ.
მუხლი 6🔗
1. საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი.
2. სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბეჭდებზე (გარდა პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე გამოსაყენებელი ბეჭდებისა) და შტამპებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, არიან:
ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოები;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის, რომლებზედაც დელეგირებულია სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობებსა და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.
4. სამხედრო ხომალდებზე და სხვა მცურავ საშუალებებზე გამოისახება მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №4993 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6018 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.
მუხლი 7🔗
1. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა, შესაბამისი სახელმწიფო გერბის გამოყენება სავალდებულოა.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, გარდა ამ პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხა, რომლებზედაც სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოყენება სავალდებულოა, განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №4993 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
ორგანული
კანონი №1069 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
მუხლი 8🔗
სახელმწიფო გერბი შესაძლებელია გამოისახოს ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187
მუხლი 9🔗
საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს კანონით ან/და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
ორგანული
კანონი №1069 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
მუხლი 10🔗
1. სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც დგას ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ.
2. სამი და მეტი, კენტი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) შუაში.
3. ოთხი და მეტი, ლუწი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) ცენტრიდან მარცხნივ (ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად).
4. სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი სახელმწიფო გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ანდა სახელმწიფო გერბს ზომით აღემატებოდეს.
5. დაუშვებელია სახელმწიფო გერბის გამოსახვა ერთ ფირნიშზე შესაბამისი დაწესებულების (ორგანიზაციის) სახელწოდებასთან ერთად.
6. დაუშვებელია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბები (ჰერალდიკური ნიშნები) ზუსტად იმეორებდეს სახელმწიფო გერბს ან სახელმწიფო გერბი იყოს მათი საფუძველი.
7. დაუშვებელია დაზიანებული სახელმწიფო გერბის გამოყენება.
8. იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც სახელმწიფო გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.
9. სახელმწიფო გერბის გამოყენება ამ კანონის დარღვევით ან სახელმწიფო გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10. სახელმწიფო გერბის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
11. ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ სახელმწიფო გერბის გამოყენება შენობების ფასადზე, ბეჭდებზე, შტამპებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე. სხვა შემთხვევებში ისინი სახელმწიფო გერბს იყენებენ შეუზღუდავად.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
ორგანული
კანონი №1069 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5496 - სსმ I, №42, 06.12.2007 წ., მუხ.386
მუხლი 10 1🔗
1. სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.
2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენცია და ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5496 - სსმ I, №42, 06.12.2007 წ., მუხ.386
მუხლი 102🔗
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
ბ) სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოებისა
და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა
და დასკვნების გაცემა;
ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა
ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა
სპეციალური ფორმის
ტანსაცმლისა (
უნიფორმებისა)
და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა
და დასკვნების გაცემა;
ვ) სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკი
სა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5496 - სსმ I, №42, 06.12.2007 წ., მუხ.386
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6333 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.
მუხლი 11🔗
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1990 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ და 1990 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს 1990 წლის 14 ნოემბრის ორგანული კანონის საფუძველზე მოქმედი საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოცხადდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად და მისი დაცვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ჰერალდიკურ კომისიასთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ღონისძიებების ეტაპობრივად გატარება 2007 წლის 1 იანვრამდე.
4. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღება.
5. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება და საქართველოს მთავრობის დადგენილება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №1549 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ.187
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
ორგანული
კანონი №1069 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
მუხლი 12🔗
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,2004 წლის 1 ოქტომბერი.
№454-IIს
საქართველოს სახელმწიფო გერბი
საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი