„C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №208 |
|
2016 წლის 11 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №8 - აივ ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში - აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამა) HCV კოინფექციის მქონე ბენეფიციარები.“.
2. №5 დანართის (პაციენტზე მედიკამენტების გაცემის წესი/პირობები):
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის გაცემა პაციენტზე ხორციელდება სამკურნალო სქემის შესაბამისი რაოდენობით, სერვისის მიმწოდებლის მიერ (არაუმეტეს ერთი თვის მარაგისა).“;
ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეების მიერ პენიტენციური სისტემის დატოვების შემთხვევაში, მკურნალობის კურსის გაგრძელება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი/სამედიცინო ნაწილი ახორციელებს მოსარგებლეთა ინფორმირებას მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის და სამოქალაქო სექტორში არსებული სერვისის მიმწოდებელი კლინიკების შესახებ, ხოლო მოსარგებლე ახდენს მისთვის სასურველი კლინიკის შერჩევას;
ბ) ამ პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებზე რიცხული, პენიტენციურ სისტემაში არსებული მედიკამენტის გაუხარჯავი რაოდენობა (სოფოსბუვირის/ჰარვონის შემთხვევაში, გახსნილი ბოთლი) გაიცემა მათზე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
გ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი, ამ პუნქტით განსაზღვრულ ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წერილობით აცნობებს სააგენტოს შემდეგ ინფორმაციას: მოსარგებლის ვინაობა (საიდენტიფიკაციო მონაცემებით), საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონი, მკურნალობის პროცესში მოსარგებლის მიერ გახარჯული და გაუხარჯავი მედიკამენტების რაოდენობა და მოსარგებლის მიერ შერჩეული სერვისის მიმწოდებელი კლინიკის დასახელება. აღნიშნულ ინფორმაციას თან უნდა ერთოდეს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი;
დ) პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად ვალდებულია, პენიტენციური დაწესებულების დატოვებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დარეგისტრირდეს მის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შერჩეულ სამოქალაქო სექტორში სერვისის მიმწოდებელ კლინიკაში;
ე) პენიტენციურ დაწესებულებებში სოფოსბუვირის/ჰარვონის, რიბავირინის და ინტერფერონის მიმოქცევის წესი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.“.
|