„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის №17575 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16830
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №16830

2016 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის №17575 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის №17575 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 31.07.2014წ., სარეგ. კოდი: 140080000.42.047.016034) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ვ)   „უმწიკვლო სამსახურისთვის” - მედლის ნიმუში დანართი N6-ის შესაბამისად.”; 

2. ბრძანების პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების” (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლის: 
ა.ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სათანადო დამსახურების მქონე შესაბამისი კატეგორიის პირებს, წახალისების მიზნით, გადაეცემათ შემდეგი     სახის უწყებრივი ჯილდოები:”;

ა.ბ) პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის”;

ა.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის” გადაეცემა ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომელიც ხასიათდება დადებითად და წარმატებით ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს.”;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3

1. „უმწიკვლო სამსახურისთვის“ მედლით დაჯილდოებისას მხედველობაში მიიღება თანამშრომლის წელთა ნამსახურობა დაჯილდოების დღისათვის,  კერძოდ:

ა) 10-დან 15 წლამდე ნამსახურობისთვის გაიცემა III ხარისხის მედალი;

ბ) 15-დან 20 წლამდე ნამსახურობისთვის გაიცემა II ხარისხის მედალი;

გ) 20 და მეტი წლის ნამსახურობისთვის გაიცემა I ხარისხის მედალი;

2.  თანამშრომელს „უმწიკვლო სამსახურისთვის“ შესაბამისი ხარისხის მედალთან ერთად შეიძლება გადაეცეს ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგელიც.

3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ მედლით ნამსახურები წლების მიუხედავად, შეიძლება დაჯილდოვდნენ ის თანამშრომლებიც, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტაში, რამაც განაპირობა სამსახურის წარმატება და პოპულარიზაცია.”;

გ)  მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომელი, შესაბამისი დამსახურების შემთხვევაში, უწყებრივი ჯილდოს მისაღებად წარდგენასთან ერთად  იმავდროულად წარდგენილი უნდა იქნეს დაკისრებული დისციპლინური სახდელის  ვადაზე ადრე   მოხსნაზე.”;

დ)  მე-5 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. მედლის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაუშვებელია მისი ასლის გაცემა.”;

ე)  მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 6

 1. დაჯილდოებულ თანამშრომლებს აქვთ ჯილდოების ან მათი აღმნიშვნელი ნიშნების ტარების უფლება. დაჯილდოებული თანამშრომელი მედალს ატარებს მკერდზე, მარცხენა მხარეს.

 2. მედლის ტარების უფლება აქვს მხოლოდ ამ მედლით დაჯილდოებულ თანამშრომელს. დაუშვებელია ამ უფლების სხვა პირისთვის გადაცემა.

 3. აკრძალულია ჯილდოდ გადაცემულ სიგელზე და მედალზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ორიგინალური სახის (ვიზუალური და ხარისხობრივი) შეცვლა. 

 4.  სიგელის ან/და მედლის დაზიანების ან დაკარგვის შესახებ დაჯილდოებული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის ხელმძღვანელობას. ასეთ დროს ხორციელდება მისი ჩამოწერა, რაც წარმოადგენს სარეგისტრაციო-სააღრიცხვო მონაცემებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის საფუძველს.

  მუხლი 7

 სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი სიგელების, მედლებისა და მათი შესანახი ყუთების დამზადების ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს კადრების მთავარი სამმართველოს მოთხოვნის საფუძველზე.”;

3.  ბრძანების პირველი მუხლის „ე” ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №6 (მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №6

 

მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“

 

 

 1. ავერსი (I, II, III ხარისხი)  - მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერ ჰერალდიკურ ფარს, რომელზეც განთავსებულია ვერცხლისფერი მეტალის ბოლნური ჯვარი, რომლის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გერბი. ჰერალდიკური ფარის ზემოთ, ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ოქროსფერი მეტალის ბაფთა, რომლის ოქროსფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია ხარისხის აღმნიშვნელი წარწერა, ხოლო ჰერალდიკური ფარის ქვემოდან ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ოქროსფერი ბაფთა, რომლის ოფროსფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია წარწერა „უმწიკვლო სამსახურისთვის“.

  2. რევერსი - მედლის უკანა მხარეს წრიულად ოქროსფერი ასოებით გაკეთებულია წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე („საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური/SPECIAL STATE PROTECTION SERICE OF GEORGIA“). ქართულ და ინგლისურ წარწერებს შორის  გამოსახულია ოქროსფერ წრეში ჩასმული ჯვარი. სამკერდე ნიშნის უკანა გვერდის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ერთიანი საქართველოს რუკა, რომელსაც ფონად აქვს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

 3. მედლის მკერდზე საკიდი ლენტი - ლაჟვარდის ფერის, ხარისხების მიხედვით  გასდევს განსხვავებული სისქის ერთი, ორი და სამი  ოქროსფერი კანტი მეწამული ზოლით.

 4.  მედლის თამასა - ლაჟვარდის ფერის, ხარისხების მიხედვით გასდევს განსხვავებული სისქის ერთი, ორი და სამი  ოქროსფერი კანტი მეწამული ზოლით.”.

 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე