„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №27 |
|
2017 წლის 30 მარტი ქ. თბილისი |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №6 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016006) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის (№1 დანართი): ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“; ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს.“; გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი N2-ის (იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ მოსამსახურეთა წახალისების უფლება) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „
“. 3. დანართი N3 (შრომის დისციპლინის დარღვევები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №3 შრომის დისციპლინის დარღვევები
„მუხლი 1. ზოგადი ნორმები შრომის დისციპლინის დარღვევებია: ა) სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება (გარდა საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაგეგმილი ან კორპორატიული ღონისძიებებისა); ბ) შრომის შინაგანაწესის დარღვევა; გ) სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება; დ) სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით ან/და იერსახით გამოცხადება; ე) სხეულზე ტატუირების გაკეთება გამოსაჩენ ადგილას; ვ) სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით; ზ) სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა; თ) ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება; ი) არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვ.) დაგვიანება ან არგამოცხადება; კ) თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე; ლ) სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი; მ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა (თუ არსებობს ასეთი ვალდებულება); ნ) სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება; ო) შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა ობიექტური მიზეზების გარდა; პ) აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება; ჟ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება; რ) სამსახურის მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა (გარდა, სამსახურის სხვა მოსამსახურისა), თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება სამსახურის სხვა მოსამსახურე; ს) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება. მუხლი 2. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველო
დროებითი მოთავსების იზოლატორის მოსამსახურის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევებია, ასევე: ა) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამკერდე ნიშნის („ბეიჯი“) გამოსაჩენ ადგილას ტარების ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ) იზოლატორში პირის განთავსებისთანავე მისთვის იზოლატორის შინაგანაწესის განმარტების ვალდებულების შეუსრულებლობა; გ) იზოლატორში მყოფი პირებისათვის ბეჭდური მასალებისა და საწერი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობის ვალდებულების შეუსრულებლობა; დ) საგუშაგოზე ტელეფონის შეტანა.“. |
|