„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.166.016273
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2016 წლის 13 მაისი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებჰვერდი www.matsne.gov.ge, 11.01.2016, 010250050.35.166.016251) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამის“:

 

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 65 000-დან 120 000-მდე, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ონკოლოგიურ ავადმყოფებსა და მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებზედაც დახმარება გაიცემა, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა ოჯახი სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში .“;

 

ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება გაიცემა, თუ საჭიროა სასწარაფო სამედიცინო დახმარება, კვლევა, მკურნალობა, ოპერაცია. სამედიცინო თანადაფინანსება მოხდება 200 ლარზე მეტი ანგარიშფაქტურის წარმოდგენისას იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის  სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 120000-მდეა.“;

 

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„6. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 120000-მდეა.“;

 

დ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

 

„19. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ონკოლოგიურ ავადმყოფებსა და მრავალშვილიან ოჯხებზე, აგრეთვე არ ვრცელდება გადაუდებელი აუცილებლობისას, თუკი საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და არსებობს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოქლში არჩეული გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დასაბუთებული შუამდგომლობა, ასეთ პირებზე დახმარება გაიცემა, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა ოჯახი სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში .“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი