საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებგვერდისა და სოციალური ქსელისათვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე (გარდა ტელერადიოპროდუქციის შესაქმნელად ან/და მაუწყებლობისათვის საჭირო საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს, აგრეთვე ამ მუხლით გაუთვალისწინებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისა) არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.30
საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1552 - სსმ I, №24, 13.08.2009წ., მუხ.134
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2471 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.397
საქართველოს 2018 წლის 21 თებერვლის კანონი №1966 – ვებგვერდი, 05.03.2018წ.
[მუხლი 20
1
. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2550 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4418 – ვებგვერდი, 23.09.2024