დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.06.2016
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016262
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.06.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გივი ზურაბაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თელავის მუნიციპალიტის საკრებულოს აპარატში/გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების
დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში
სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2016 წლის 3 ივნისი
ქ.დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართ №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა დანართ №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა დანართ №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგივი ზურაბაშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
სტაჟირება – დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, რომელიც არ ანაზღაურდება;
სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი);
კანდიდატი – პირი, რომელსაც პროგრამის შესაბამისად ბიუროში შეაქვს განცხადება;
უშუალო ხელმძღვანელი – დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 2🔗.
სტაჟირების მიზანი
სტაჟირების მიზანია:
ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;
ბ) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა;
გ) სასწავლო პროცესში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება.
მუხლი 3🔗.
სტაჟიორები
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
2. კანდიდატმა დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში უნდა წარმოადგინოს:
ა) სტაჟირებაზე განაცხადის შევსებული ფორმა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
დ) Curriculum Vitae (CV);
ე) ფოტოსურათი (ზომით 3X4).
მუხლი 4🔗.
სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
2. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
3. სტაჟიორთა მიღების მიზნით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების გავლის წესი და მიღება
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ორ ნაკადად. პირველი ნაკადის მიღება ხდება შემოდგომაზე, სექტემბრის თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა – გაზაფხულზე, მარტის თვეში.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟიორად პირი მიიღება სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (stajireba.gov.ge) განთავსებულ ვაკანსიაზე განაცხადის რეგისტრაციის მეშვეობით.
3. სტაჟიორების კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებებში ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს ათ დღეზე ნაკლები.
4. ბიურო, თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.
5. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან, შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტის, მიმართულებისა და დარგის/სპეციალობის, ასევე სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უცხო ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ. ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
6. სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია საჯარო. სტაჟიორობის კანდიდატის სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) ვალდებულნი არიან, 10 დღის ვადაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად განათავსონ პროგრამის ვებგვერდზე (stajireba.gov.ge).
7. სტაჟირების ადგილზე დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატის რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტაჟიორობის კანდიდატი კარგავს პროგრამის მიმდინარე ნაკადში მონაწილეობის მიღების უფლებას.
მუხლი 6🔗.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში, ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას, სამუშაო აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისა და, მთლიანად, საჯარო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ-შორის, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საჯარო დაწესებულების დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები - შესაბამისი საჯარო დაწესებულების შინაგანაწესიდან.
მუხლი 7🔗.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) უფლება-მოვალეობები
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟიორს სტაჟირების გასავლელად უქმნიან სათანადო პირობებს პროფესიული უნარ–ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) ვალდებული არიან, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდონ სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 8🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად კონკრეტულ სტაჟიორს;
ბ) სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით;
გ) სტაჟირების შედეგები აცნობოს დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) შესაბამის სამსახურებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საფუძვლით.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში, აცნობებს ბიუროს.
მუხლი 10🔗.
სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებენ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.
დანართი №2
.
დანართი №3
.