შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 03.06.2016
ძალაში შესვლა 03.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №33/36
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016403
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2016
matsne.gov.ge 220 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.06.2016 მიღება
03.06.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 99% 08.05.2017 „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 13.02.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 18.12.2014 შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 25.09.2017 „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 81% 02.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – მხარეებად წოდებულნი), ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობისა და ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 60 მილიონი  ჟენმინბი იუანის ოდენობით (სამოცი მილიონი ჟენმინბი იუანი), იმისთვის, რომ განხორციელდეს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება იმ შეთანხმებით (შეთანხმებებით), რომელიც შეთანხმებულია ორ მხარეს შორის. მუხლი 2🔗 კორპორაცია ჩინეთის განვითარების ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თავიანთ სახელზე ჩანაწერების წიგნში გახსნიან ანგარიშს ჟენმინბიში, რომლისთვისაც არ იქნება გადასახდელი პროცენტი და საკომისიო, მოკლე დასახელებით „საგრანტო დახმარების ანგარიში №2016/1“, რათა აღრიცხონ გადახდები აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში და დახმარების ფარგლებში განხორციელებული ჩამორიცხვების განმავლობაში მართონ დაანგარიშების პროცედურები კორპორაცია ჩინეთის განვითარების ბანკის შესაბამისი ოპერაციული პროცედურების შესაბამისად და ჰქონდეთ რეგულარული კავშირი ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებით.     მუხლი 3🔗 შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე. ხელმოწერილია 2016 წლის 3 ივნისს,  ქ. თბილისში,  ორ დედნად,  თითოეული ჩინურ,  ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან,  ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. საქართველოს მთავრობის სახელით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით                    (ხელმოწერილია)                                                       (ხელმოწერილია) .