„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 100 მილიონი ჟენმინბი იუანის ოდენობით, „ხუთი საბაჟო გამშვები პუნქტისთვის საინსპექციო სისტემების“ პროექტის განსახორციელებლად და სხვა ორმხრივად შეთანხმებული პროექტებისთვის. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება იმ შეთანხმებ(ებ)ით, რომელიც შეთანხმებული იქნება ორ მხარეს შორის.
მუხლი 2
ჩინეთის განვითარების ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თავიანთ სახელზე ჩანაწერების წიგნში გახსნიან ანგარიშს ჟენმინბიში, რომლისთვისაც არ იქნება გადასახდელი პროცენტი და საკომისიო, რათა აღრიცხონ გადახდები აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში. უსასყიდლო დახმარების ანგარიში იქნება მოკლე დასახელებით „საგრანტო დახმარების ანგარიში №2018/1“. დახმარების ფარგლებში განხორციელებული ჩამორიცხვების განმავლობაში, დაანგარიშების პროცედურები განხორციელდება ჩინეთის განვითარების ბანკის შესაბამისი ოპერაციული პროცედურების მიხედვით. ორი მხარე რეგულარულად გაცვლის ინფორმაციას ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მუხლი 3
შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.
ხელმოწერილია 2019 წლის 13 თებერვალს ქ. თბილისში, ორ დედნად,თითოეული ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
|