შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მუხლი 1
საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 50 მილიონი ჟენმინბი იუანის ოდენობით (ორმოცდაათი მილიონი ჟენმინბი იუანი), ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობისა და ინოვაციების და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის დასაფინანსებლად. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება იმ შეთანხმებით (შეთანხმებებით), რომელიც შეთანხმებული იქნება ორ მხარეს შორის. მუხლი 2 კორპორაცია ჩინეთის განვითარების ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თავიანთ სახელზე ჩანაწერების წიგნში გახსნიან ანგარიშს ჟენმინბიში, რომლისთვისაც არ იქნება გადასახდელი პროცენტი და საკომისიო, მოკლე დასახელებით „საგრანტო დახმარების ანგარიში №2017/1“, რათა აღრიცხონ გადახდები აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში და დახმარების ფარგლებში განხორციელებული ჩამორიცხვების განმავლობაში მართონ დაანგარიშების პროცედურები კორპორაცია ჩინეთის განვითარების ბანკის შესაბამისი ოპერაციული პროცედურების შესაბამისად და ჰქონდეთ რეგულარული კავშირი ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებით. მუხლი 3 შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე. ხელმოწერილია 2017 წლის 8 მაისს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ჩინურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
|