შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33/36
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016403
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – მხარეებად წოდებულნი), ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობისა და ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 60 მილიონი  ჟენმინბი იუანის ოდენობით (სამოცი მილიონი ჟენმინბი იუანი), იმისთვის, რომ განხორციელდეს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი. უსასყიდლო დახმარებასთან დაკავშირებული ყველა კონკრეტული საკითხი გათვალისწინებული იქნება იმ შეთანხმებით (შეთანხმებებით), რომელიც შეთანხმებულია ორ მხარეს შორის.

 

მუხლი 2

კორპორაცია ჩინეთის განვითარების ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თავიანთ სახელზე ჩანაწერების წიგნში გახსნიან ანგარიშს ჟენმინბიში, რომლისთვისაც არ იქნება გადასახდელი პროცენტი და საკომისიო, მოკლე დასახელებით „საგრანტო დახმარების ანგარიში №2016/1“, რათა აღრიცხონ გადახდები აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში და დახმარების ფარგლებში განხორციელებული ჩამორიცხვების განმავლობაში მართონ დაანგარიშების პროცედურები კორპორაცია ჩინეთის განვითარების ბანკის შესაბამისი ოპერაციული პროცედურების შესაბამისად და ჰქონდეთ რეგულარული კავშირი ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებით.    

 

მუხლი 3

შეთანხმება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.

ხელმოწერილია 2016 წლის 3 ივნისს,  ქ. თბილისში,  ორ დედნად,  თითოეული ჩინურ,  ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან,  ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

 

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

                   (ხელმოწერილია)                                                       (ხელმოწერილია) .