შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.000791
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 11/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას  შორის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ეკონომიკურ-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

საქართველოს მთავრობის საჭიროების შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება 20 მილიონი Renminbi იუანის ოდენობით (მხოლოდ ოცი მილიონი RMB იუანის ოდენობით).

    მუხლი 2

ზემოაღნიშნული უსასყიდლო დახმარება გამოყენებული უნდა იყოს ორი ქვეყნის მთავრობას შორის შეთანხმებული ეკონომიკურ-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად, რომელთა კონკრეტული საკითხები განხილული და შეთანხმებული იქნება მხარეების მიერ.

    მუხლი 3

აღნიშნული შეთანხმების შესრულებისათვის საჭირო საბუღალტრო პროცედურები შეთანხმებული იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ჩინეთის განვითარების ბანკს შორის.

    მუხლი 4

ხელშეკრულება ძალაში შედის ორი მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეების მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.

 

ხელმოწერილია თბილისში, 2010 წლის 4 ივნისს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე, თითოეულ მხარესთან ინახება ერთი ორიგინალი, სამივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

 

საქართველოს მთავრობის

სრულუფლებიანი    წარმომადგენელი

კახა ბაინდურაშვილი

ფინანსთა მინისტრი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  მთავრობის

სრულუფლებიანი წარმომადგენელი

ფუ ძინგი

კომერციის მინისტრის მოადგილე