პროექტის - „ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია (ლოტი 1: ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“ განხორციელების დაფინანსების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№963
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021444
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №963

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

პროექტის – „ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია (ლოტი 1:  ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“ განხორციელების დაფინანსების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია პროექტის – „ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია (ლოტი 1: ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“ განხორციელების დაფინანსების თაობაზე და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ შემოთავაზებული სესხის ფინანსური პირობების შესახებ.

 2. პროექტის – „ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია (ლოტი 1: ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“ განხორციელების დაფინანსებისათვის სასესხო ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდთან მოლაპარაკებების გამართვის უფლებამოსილება მიენიჭოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დავით ლეჟავას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილეს ილია დარჩიაშვილს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ნუგზარ გასვიანს.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                    გიორგი კვირიკაშვილი