იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც სწავლობენ წიაღს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

წიაღის ეფექტური შესწავლა;

სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების, აგრეთვე, სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გეოლოგიური, სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და სხვა პირობების დადგენა;

წიაღით სარგებლობა ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში;

ლიცენზიით გათვალისწინებული წიაღის შესასწავლი სამუშაოების სრულფასოვანი ჩატარება და შესწავლის შედეგების უტყუარობა;

ძირითადი და მისი თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის, აგრეთვე, გარემომცველი ქანების შემადგენელი კომპონენტების მარაგების ხარისხისა და რაოდენობის განსაზღვრის ობიექტურობა, გარემოსა და წიაღის დაცვის მოთხოვნათა შესრულება;

წიაღის შესწავლისას ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და გარემოსათვის უვნებელი ისეთი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება, რომლებიც არ გამოიწვევენ წიაღისეულის გაუმართლებელ დანაკარგებსა და ხარისხის გაუარესებას;

წიაღიდან ამოღებული ქანების ისეთი განთავსება, რომელიც გამორიცხავს ან შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას;

საბადოს დამუშავებისა და ეროვნული მეურნეობის მიზნებისათვის საძიებო სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების შენარჩუნება, ხოლო შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისის ლიკვიდაცია;

გეოლოგიური და ტექნიკური დოკუმენტაცის, ქანების, მადნების ნიმუშების, კერნისა და სინჯების დუბლიკატების შენახვა წიაღის შემდგომი შესწავლის, საბადოს დაზვერვისა და დამუშავების, აგრეთვე წიაღით სხვა სახით სარგებლობისას მათი შესაძლო გამოყენებისათვი