1. წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოებისას საქართველოს კანონით „წიაღის შესახებ” დადგენილი წესების მოთხოვნების და ნორმების დაცვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებების, ორგანიზაციების, აგრეთვე წარმოებების და ცალკეულ მოქალაქეთა მიერ;
2. ძებნითი, ძიებითი, კვლევითი და წიაღის გეოლოგიური შესწავლის სხვა სამუშაოთა მეცნიერულ დასაბუთებაზე, მათ შესაბამისობაზე საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმებთან, გეგმურ დავალებებთან დამტკიცებულ გეოლოგიური სამუშაოების მართვის პროგრამებთან, პროექტებთან და მოცულობებთან;
3. სამუშაოთა წარმოებისათვის პროექტით გათვალისწინებული მეთოდიკისა და ტექნოლოგიის დაცვაზე: ძებნითი, ძიებითი და წიაღის გეოლოგიური შესწავლის სხვა სამუშაოთა დადგენილი სტადიურობის დაცვაზე, ხარისხზე, კომპლექსურობასა და ეფექტიანობაზე;
4. წიაღის გეოლოგიური შესწავლისათვის ტექნიკურ საშუალებათა და სამუშაოთა წარმოების მეთოდების და ხერხების სწორად გამოყენებაზე;
5. წიაღის გეოლოგიური აგებულების, დაძიებული საბადოების დამუშავების, სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკონომიკური და სხვა პირობების შესწავლაზე;
6. გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ჩატარების პროცესში დადგენილი ძირითადი და მასთან ერთად განლაგებულ სასარგებლო წიაღისეულისა და მასში შემავალი კომპონენტების მარაგების რაოდენობისა და ხარისხის განმსაზღვრელი მონაცემების სისრულეზე და უტყუარობაზე;
7. წიაღის გეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებულ ყველა სახის სამუშაოთა სახელმწიფო რეგისტრაციის დროულობასა და სისრულეზე;
წიაღის გეოლოგიური შესწავლის პროცესში გამოღებული ქანებისა და სასარგებლო წიაღისეულის დაცვაზე მათი შემდგომი გამოყენებისათვის;
8. იმ საძიებო სამთო გამონამუშევრებისა და ჭაბურღილების დაცვაზე, რომელთა გამოყენება შეიძლება საბადოების დამუშავებისას და ჭაბურღილების ლიკვიდაციაზე, დადგენილი წესით;
9. გეოლოგიური და საშემსრულებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის, ქანებისა და მადნის ნიმუშების, კერნის, ეტალონური კოლექციებისა და სასარგებლო წიაღისეულის სინჯების დუბლიკატების დაცვაზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს წიაღის შემდგომი შესწავლის, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ძიებისა და დამუშავების დროს, აგრეთვე იმ მიზნებისათვის სარგებლობისას, რომელიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან