1. მისცეს მითითებები ან დასკვნები გეოლოგიური შესწავლის სამუშაოების ჩატარების მოქმედი წესების დარღვევისა და სხვა ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის სამუშაოთა მწარმოებელ ყველა პირს, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა;
2. შეაჩეროს გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები, თუ ისინი არ შეესაბამებიან დადგენილ ნორმებს (წესებს, სტანდარტებს, მოთხოვნებს და ა.შ.);
3. გამოითხოვოს შესაბამისი წარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების, საწარმოების ხელმძღვანელთა, აგრეთვე მოქალაქეთა ახსნა-განმარტება გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების წესებისა და ნორმების დარღვევის საკითხებთან დაკავშირებით