1. ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური სამუშაოების ძირითადი მიმართულებების მიზნობრივი პროგრამების და ინდიკატური გეგმების შემუშავებაში და საობიექტო გეგმების შედგენაში;
2. ძებნა-ძიებითი და გეოეკოლოგიური სამუშაოების ჩატარების მეთოდების სრულყოფაში, მათი ეფექტურობის ამაღლების და დანახარჯების შემცირების მიზნით;
3. დეპარტამენტის გეოლოგიური საქმიანობის შედეგების შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენაში;
4. დეპარტამენტის გეოლოგიური შედეგების განხილვაში, მათი გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებაში;
5. დარგის სახელმწიფო მიზნობრივ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრამაში ჩართული პროექტების ყოველწლიური დაფინანსების მოცულობების ფორმირებაში;
6. გეოლოგიურ-საძიებო და ეკოლოგიური სამუშაოების პროექტების და ანგარიშების განხილვის მასალების მომზადებაში დარგის სექციაზე და სტს-ზე გასატანად;
7. მტკნარი, მინერალური და თერმული წყლების, აგრეთვე ნახშირმჟავა გაზის საბადოების მარაგების ექსპერტიზის სათანადო მასალების მარაგების სახელმწიფო კომისიაზე განხილვის და დამტკიცებისათვის ღონისძიებების განხორციელებაში