1. მისი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციას უწევს ცენტრალური აპარატის და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, დროულად შეახსენებს დავალებების შესრულების მიმდინარეობის აუცილებლობას;
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს ცენტრალური აპარატის და დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის აქტების და დავალებების შესრულების მიმდინარეობას;
3. უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის ნორმატიული აქტების პროქტების მომზადებას;
4. ორგანიზაციას უწევს უწყებებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, ცალკეულ მოქალაქეებთან, სტუმრად მყოფ უცხოელებთან დეპარტამენტის თავმჯდომარის შეხვედრების მოწყობას;
5. უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების ცენტრალური აპარატის სამმართველოებისათვის და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებისათვის დროულად მიწოდებას;
6. ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან სხდომების გამართვას, ამზადებს განსახილველ საკითხებსა და დღის წესრიგის პროექტს;
7. ამზადებს აპარატის სამმართველოებთან ერთად დეპარტამენტის თავმჯდომარის მოხსენების პროექტს გეოლოგიური შედეგების შესახებ პარლამენტში და მთავრობაში წარსადგენად;
8. უზრუნველყოფს დოკუმენტების მიღების, დამუშავებისა და მომზადების ერთიან წესს და მათთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;
9. შეიმუშავებს წინადადებებს სოციალურ, ეკონომიკურ და სხვადასხვა საკითხებზე.
თავი IV
ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს სტრუქტურ