1. ხელმძღვანელობს მასში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;
2. მონაწილეობს სხვადასხვა მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ მიღებებში დეპარტამენტში;
3. მონაწილეობას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების მიღებისას დეპარტამენტში;
4. ითანხმებს სამმართველოს განყოფილებათა უფროსების, სპეციალისტების თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას;
5. განსაზღვრავს თავისი მოადგილეების ფუნქციურ მოვალეობებს;
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის რწმუნებით ასრულებს მის ცალკეულ დავალებებს;
7. დეპარტამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას;
8. დეპარტამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს სამმართველოს დებულებას;
9. წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინარული სასჯელების გამოყენების შესახებ;
10. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელის წარდგინებით აღძრავს შუამდგომლობას დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე თანამშრომელთა მატერიალური წახალისების შესახებ;
11. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოსათვის ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი VI
ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს თანამდებობის პირთა დანიშვნის წეს