1. დარგის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა გრძელვადიანი პროგნოზირების საფუძველზე, საჭირო წინა პირობების დასახვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
2. დარგში ერთიანი სახელმწიფო საფინანსო, საბიუჯეტო და ფასწარმოქმნის პოლიტიკის განხორციელება;
3. პროგრესული საწარმოო სტრუქტურების განვითარების, წარმოების დეცენტრალიზაციის, კონკურენციის გაშლისა და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის განხორციელებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ამ სფეროში სამთავრობო გადაწყვეტილებათა განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების დასახვა;
4. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა დარგის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა