1. ორგანიზაციას უწევს დარგის ფინანსურ საქმიანობას, სახელმწიფო დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფას;
2. ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შენარჩუნებას და მათ ეფექტურად გამოყენებას;
3. შრომითი და ფინანსური რესურსების გეგმაზომიერებას;
4. სახელმწიფო ბიუჯეტთან დროულ ანგარიშსწორებას;
5. ხელმძღვანელობს მიმდინარე და პერსპექტიული ფინანსური გეგმების, სალაროს გეგმების და მოგებიდან გეგმიური დავალებების შემუშავებას;
6. განსაზღვრავს ყველა სახის კრედიტის მოთხოვნების საჭიროებას;
7. უზრუნველყოფს დადგენილ დროში ფინანსურ-საანგარიშო და საბანკო ოპერაციების გაფორმებას;
8. კონტროლს უწევს სახარჯთაღრიცხვო-საფინანსო ანგარიშების შედგენის სისწორეს, გაფორმებას და დამტკიცებას და მასტიმულირებელი ფონდების გამოყენებას;
9. მონაწილეობას იღებს საწარმოო სიმძლავრეების ეფექტურად გამოყენების ღონისძიებების შემუშავებაში.
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.10.2001
მუხლი 11. საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება:
თავი VI — სამმართველოს განყოფილებების ფუნქციები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2001. გამოქვეყნება: სსმ, 119, 06/11/2001.
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №36-საწ, 29.10.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.12.202.005.033 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52990/muxli-11-5/