1. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით და განკარგულებებით;
2. სამმართველოს კურირებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე;
3. სამმართველოს საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მისი უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე;
4. სამმართველოს უფროსი განსაზღვრავს თანამშრომელთა მოვალეობებს. აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას. სამმართველოს უფროსი არის დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს წევრი;
5. წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას განსახილველად შემუშავებულ წინადადებებს, რომლებიც შედის სამმართველოს საქმიანობის კომპეტენციაში;
6. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებიც ხელმძღვანელობენ შესაბამის სამსახურებს;
7. სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
თავი IV
სამმართველოს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობან