1. დარგის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების, პროექტების შემუშავების ორგანიზაცია;
2. დარგობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმებისა და ნორმატივების შემუშავების ორგანიზაცია.
3. სახელმწიფო შეკვეთების პროექტების და ხარჯთაღრიცხვების შემოწმება და მათი დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;
4. დარგობრივი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრამების და პროექტების ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
5. დეპარტამენტის მმართველობით სტრუქტურაში შემავალი თავისი პროფილის სამსახურების საქმიანობის მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა;
6. დარგში ბუღალტრული აღრიცხვის განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებით დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების შესაბამისად.
თავი III
სამმართველოს უფლებამოსილებან