1. სახელმწიფო მიზნობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შესაბამისად ჩამოაყალიბოს და მოამზადოს დასამტკიცებლად გეოლოგიური დავალებები ცალკეული სამუშაო ობიექტებისათვის;
2. პერიოდულად განიხილოს სამუშაოთა შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ გეოლოგიური დავალებების შესრულების მიმდინარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, მიღებული შედეგების შესაბამისად, მოამზადოს საკითხი დავალებების კორექტირების შესახებ;
3. მიიღოს მონაწილეობა სამუშაოთა შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტების შემოწმებაში და კონტროლი გაუწიოს ჩასატარებელ სამუშაოთა გეოლოგიურ დავალებასთან შესაბამისობას;
4. გაუწიოს კონტროლი ზემდგომი ორგანოების და დეპარტამენტის დავალებების შესრულებას.
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.10.2001
მუხლი 10. სამმართველოს უფლებამოსილებანია:
თავი II — ჰიდროგეოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2001. გამოქვეყნება: სსმ, 119, 06/11/2001.
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატში შემავალი სამმართველოების დებულებათა დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №36-საწ, 29.10.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.12.202.005.033 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52990/muxli-10-4/