საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს შორის (წარმოდგენილს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სახით) საგრანტო პროექტის − „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ (Support to Sustained Effective Functioning of the State Commission on Migration Issues) განხორციელების მიზნით დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №995
2016 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს შორის (წარმოდგენილს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სახით) საგრანტო პროექტის − „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ (Support to Sustained Effective Functioning of the State Commission on Migration Issues) განხორციელების მიზნით დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოწონებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს (წარმოდგენილს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სახით) შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტი – „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა“.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის პრაქტიკულ სახელმძღვანელოში განსაზღვრული პროცედურები, როგორც ეს მითითებულია ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მე-4 დანართში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი