„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.06.2016 ბოლო ცვლილება 23.03.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5374-IIს
სარეგისტრაციო კოდი
010030000.05.001.018165
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სახელმწიფო ენის  შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010030000.05.001.017899) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სახელმწიფო ენაზე მიღებას. განათლების არასახელმწიფო და ეროვნული უმცირესობის ენებზე მიღების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5374-IIს