საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 1553 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.“.
2. 1711 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თამბაქოს მოწევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარით.
4. ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მასობრივი თავშეყრის ადგილების დახურული შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მფლობელთა მიერ, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დახურული შენობა-ნაგებობების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების, 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.
ქუთაისი, 8 ივნისი 2016 წ. N5368-IIს |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:🔗
1. 1553 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.“.
2. 1711 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თამბაქოს მოწევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარით.
4. ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მასობრივი თავშეყრის ადგილების დახურული შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მფლობელთა მიერ, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დახურული შენობა-ნაგებობების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების, 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.🔗
საქართველოს 2017 წლის 23
მარტის
კანონი
№495
- ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,8 ივნისი 2016 წ.
N5368-IIს