საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.06.2016 ბოლო ცვლილება 23.03.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5368-IIს
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.018151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1553 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.“.

2. 1711 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თამბაქოს მოწევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარით.

4. ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მასობრივი თავშეყრის ადგილების დახურული შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მფლობელთა მიერ, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დახურული შენობა-ნაგებობების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების, 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს 2017 წლის 23  მარტის   კანონი  №495  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5368-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5368-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.018151.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.03.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5368-IIს, 08.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018151 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3309707/