სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო”-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს”
აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატი იწვევს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერებს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 07 ივლისს, 15:00 საათზე, ბანკის იურიდიულ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ქ. წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ., №50/18, (ნაკვეთი №41/17), კომერციული ფართი №3, სართული 1, I და II ბლოკი.
დღის წესრიგი:
1. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს წლიური ანგარიში;
2. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” გარე აუდიტის შედეგების შესახებ;
3. 2015 წლის მოგების განაწილების შესახებ.
დღის წესრიგთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატში.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ის აქციონერები რომლებიც 2016 წლის 07 ივნისის 18:00 საათის მდგომარეობით რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2016 წლის 27 ივნისის 10:00 საათიდან 2016 წლის 06 ივლისის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის გამზ., №74ა. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“.
გენერალური დირექტორი ემილ აბასბეილი