ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის, გარე ვაჭრობის უფლების საფასურისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2016 წლის 17 ივნისი ქ. ახალქალაქი |
|
2. გარე ვაჭრობად ითვლება:
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;
გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;
დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.
3. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის, საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად.
ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
2. გარე ვაჭრობის ადგილებისა და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ვადით ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.
4. გარე ვაჭრობის ადგილი გამოიყოფა განსაზღვრულ ვადით, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა უთითებს გაცემული გარე ვაჭრობის ნებართვაში.
2. აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტების გარე ვაჭრობა (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) შესაბამისი პირობების გარეშე.
3. გარე ვაჭრობის განხორციელება შეიძლება ავტომანქანებიდან და ავტომანქნების მისაბმელებიდან, გადასაადგილებელი კიოსკებიდან და აგრეთვე თავიანთი სავაჭრო ობიექტების წინ მოწყობილი სტელაჟებიდან.
4. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.
ა) მსუბუქი მანქანები 1.5 (ერთ-ნახევარი) ტონამდე – თვეში 30.
ბ) მსუბუქი მანქანები 1.5 (ერთ-ნახევარი) – 3.5 (სამ-ნახევარი) ტონამდე თვეში 60 ლარი.
გ) სატვირთო მანქანები 3.5 (სამ-ნახევარი) ტონიდან ზევით – თვეში 90 ლარი.
2. მისაბმელები და სხვა აპარატები 6 მ2 – დღეში 1 ლარი.
3. სტილაჟები, ნაყინის გამაგრილებელი და გაზიანი სასმელების, ლუდის გასაყიდი აპარატები, ყველა სახის სწრაფი გადახდის ავტომატები, ატრაქციონები და სხვა აპარატები 1კვმ – დღეში 1 ლარი.
4. საზკვები ობიექტების წინ, საზკვები დანიშნულების საქონელი შესაბამისი იმფრასტრუქტურის გათვალისწინებით (მაგიდები, სკამები, საჩრდილობელი ქოლგები და ა.შ) 1კვმ – თვეში 10 ლარი.
5. იმ შემთხვევში, თუკი გარე ვაჭრობისათვის გამოყენებული ტერიტორია 1კვ მეტრზე ნაკლებია, გარე ვაჭრობის უფლების საფასური იანგარიშება 1კვ მეტრზე.
6. გარე ვაჭრობის უფლების გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება საქმიანობის დაწყებისთანავე.
7. გარე ვაჭრობის საფასურის გადახდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით და მიიმართოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
|
საქართველო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------- ნებართვის მიმღები და მისამართი საფუძველი)------------------------------------------------------------------------------------- ნებართვის მოქმედების ვადა ------------------------------------ დან ------------------------------------ მდე ნებართვის საფასური შეადგენს _____________________________ლარს
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ----------------------------------------------------------------------------- სამსახურში სანებართვო პირობები: ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------
მუნიციპალიტეტის გამგებელი: ნებართვის მიმღები: ---------------------- -----------------------------
ბეჭდის ადგილი ნებართვა გაცემულია .--- ..-----------..------ წ.
|