ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.06.2016
ძალაში შესვლა 01.07.2016
ნომერი №266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,067 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2016 მიღება
01.07.2016 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ოზონდამშლელი ნივთიერება
„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B,  C ან E დანართებით განსაზღვრული და რეგულირებადი  ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში
მუხლი 3
ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო  კვოტა
„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის შესაბამისად, ეტაპობრივ შემცირებასა და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებას დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფისათვის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა, გამოხატული მეტრულ ტონებში
მუხლი 3
ოქმი
„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმი
მუხლი 3
ნებართვა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა
მუხლი 3
სეს ესნ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა“ (სეს ესნ).
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (15)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
სისტემატური დასახელება ქიმიური ფორმულა
1. ტრიქლორფტორმეთანი CFCl3
2. დიქლორდიფტორმეთანი CF2Cl2
3. ტრიქლორტრიფტორეთანი C2F3Cl3
4. დიქლორტეტრაფტორეთანი C2F4Cl2
5. ქლორპენტაფტორეთანი C2F5Cl
6. ქლორბრომდიფტორმეთანი CBrClF2
7. ბრომტრიფტორმეთანი CBrF3
8. დიბრომტეტრაფტორეთანი C2Br2F4
9. ქლორტრიფტორმეთანი CF3Cl
10. პენტაქლორფტორეთანი C2FCl5
11. ტეტრაქლორდიფტორეთანი C2F2Cl4
12. ჰეპტაქლორფტორპროპანი C3FCl7
13.ჰექსაქლორდიფტორპროპანი C3F2Cl6
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 03.08.2023 ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 13.06.2016 ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 06.03.2019 „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 03.11.2021 ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმებისა და მათი შევსების/დადასტურების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 09.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №266 2016 წლის 17 ივნისი    ქ. თბილისი ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (13/04/2016 №4951-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმის მე-4B მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს   ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტი  შემდეგ დანართებთან ერთად: ა) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული  ოზონდამშლელი ნივთიერებები და მათი ნარევები“ (დანართი №1); ბ) „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და რეალიზაციის აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტი მუხლი 1🔗. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი და ამოცანა 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემისა და ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესის დადგენა. 2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიზნით და მის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტთან, ექსპორტთან, რეექსპორტთან, ტრანზიტსა და მათ მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება. მუხლი 2🔗. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფერო ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტების განაწილების წესს და ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის  სფეროში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ/იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა)  ოზონდამშლელი ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B,  C ან E დანართებით განსაზღვრული და რეგულირებადი  ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში; ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო  კვოტა – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის შესაბამისად, ეტაპობრივ შემცირებასა და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებას დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფისათვის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა, გამოხატული მეტრულ ტონებში; გ) ოქმი – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმი; დ) ნებართვა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა; ე) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა“ (სეს ესნ). მუხლი  4🔗.  ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა სამინისტრო, რომლის უფლება-მოვალეობებიც განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით. მუხლი  5🔗. ნებართვის გაცემის წესი და მოქმედების ვადა, ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. 2. ნებართვა გაიცემა მხოლოდ: ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის „C“ დანართით განსაზღვრული, კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე; ბ)  ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის „E“ დანართით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე - მხოლოდ საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისათვის. 3. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 4. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად, თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტვირთის რაოდენობა (წონა), დასახელება, შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა;   ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების სასაქონლო კოდი, სეს ესნ-ის შესაბამისად; გ) ოზონდამშლელი ნივთიერების მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, გადამუშავებულია თუ აღდგენილია; დ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი; ე) ოზონდამშლელი ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და მიმღები ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე გაცემული ნებართვა; ვ) ამ რეგლამენტის №1 დანართის „E“ დანართით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისათვის, იმპორტის შემთხვევაში, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია, აღნიშნული ნივთიერების გამოყენების მიზნის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. 5. კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე ნებართვის მისაღებად განცხადებები სამინისტროს მიერ მიიღება კვოტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 42 დღისა. 6. სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილ ვადაში. 7. კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე ნებართვა გაიცემა წელიწადში ერთხელ. 8. ნებართვის მოქმედების ვადა: ა) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისათვის განისაზღვრება ნებართვის გაცემიდან იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე; ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის განისაზღვრება ერთი წლით, ნებართვის გაცემის დღიდან. 9. ნებართვა გაიცემა 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ნებართვის გამცემ ორგანოში, ხოლო 2 გადაეცემა განმცხადებელს. 10. ოზონდამშლელი ნივთიერებების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა ინდივიდუალურად, ყოველ ცალკეულ მოთხოვნაზე. 11. ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართით განსაზღვრული, აკრძალული ოზონდამშლელი  ნივთიერებების  იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია. მუხლი 6🔗. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცებისა და განაწილების წესი 1. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება „ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით,  ყოველი წლის 20 დეკემბრამდე. 2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი ოზონდამშლელი ნივთიერებების საიმპორტო რაოდენობის წლიურ კვოტაზე გადამეტების შემთხვევაში, წლიური კვოტა ნაწილდება თანაბარწილად, წარდგენილი განცხადებების რაოდენობის შესაბამისად. თუ თანაბარწილად განაწილების შედეგად განმცხადებელს წილად ხვდა მის მიერ განცხადებით მოთხოვნილ საიმპორტო რაოდენობაზე მეტი, აღნიშნული რაოდენობა თანაბარწილად ნაწილდება ნებართვის მიღებით დაინტერესებულ დანარჩენ პირებზე. 3. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას, აუთვისებელი (გამოუყენებელი) კვოტა გაუქმებულად ითვლება. 4. ამ რეგლამენტის №1 დანართის „E“ დანართით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნით, იმპორტი კვოტით არ იზღუდება. მუხლი  7🔗.  ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და უარის გასაჩივრების წესი ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი 1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებამდე 10 დღით ადრე,  სამინისტროში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია: ა.ა) პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატი;  ა.ბ) ტვირთის რაოდენობა (წონა), დასახელება, შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა; ა.გ) ოზონდამშლელი ნივთიერებების სასაქონლო კოდი, სეს ესნ-ის შესაბამისად; ა.დ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი; ა.ე) ექსპორტიორის, გადამზიდავის, იმპორტიორის და მწარმოებლის დასახელება, იურიდიული მისამართი და ტელეფონი; ბ) იმპორტი განახორციელოს ნებართვით დადგენილი წლიური კვოტის ფარგლებში; გ) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი სანებართვო მოწმობა. 2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, ნებართვის მოქმედების პერიოდში და ნებართვით განსაზღვრული წლიური კვოტის ფარგლებში, ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი განახორციელოს ერთხელ ან რამდენიმეჯერ. 3. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ყოველწლიურად შეავსოს და საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, მომდევნო წლის 15 თებერვლამდე, სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და რეალიზაციის შესახებ, შესაბამისი ფორმის (დანართი №2) მიხედვით. 4. ნებართვის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი  9🔗.  სანებართვო რეესტრი ნებართვის გამცემი ვალდებულია, აწარმოოს უწყებრივი სანებართვო რეესტრი,  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 10🔗. სანებართვო მოწმობის ფორმა სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 11🔗. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული დებულებები. მუხლი  12🔗.  პასუხისმგებლობა დადგენილების დარღვევისათვის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დანართი № 1 „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებები და მათი ნარევები (A და B დანართები)  სისტემატური დასახელება ქიმიური ფორმულა დასახელება მონრეალის ოქმის მიხედვით (ინგლისურ ენაზე) საიმპორტო კოდი ჰარმონიზებული სისტემით გადაწყვეტილება 1. ტრიქლორფტორმეთანი CFCl3 CFC-11 2903 77 აკრძალული 2. დიქლორდიფტორმეთანი CF2Cl2 CFC-12 2903 77 აკრძალული 3. ტრიქლორტრიფტორეთანი  C2F3Cl3 CFC-113 2903 77 აკრძალული 4. დიქლორტეტრაფტორეთანი C2F4Cl2 CFC-114 2903 77 აკრძალული 5. ქლორპენტაფტორეთანი C2F5Cl CFC-115 2903 77 აკრძალული 6. ქლორბრომდიფტორმეთანი  CBrClF2 Halon-1211 2903 76 აკრძალული 7. ბრომტრიფტორმეთანი CBrF3 Halon-1301 2903 76 აკრძალული 8. დიბრომტეტრაფტორეთანი C2Br2F4 Halon-2402 2903 76 აკრძალული 9. ქლორტრიფტორმეთანი CF3Cl CFC-13 2903 77 აკრძალული 10. პენტაქლორფტორეთანი C2FCl5 CFC-111 2903 77 აკრძალული 11. ტეტრაქლორდიფტორეთანი C2F2Cl4 CFC-112 2903 77 აკრძალული 12. ჰეპტაქლორფტორპროპანი C3FCl7 CFC-211 2903 77 აკრძალული 13.ჰექსაქლორდიფტორპროპანი C3F2Cl6 CFC-212 2903 77 აკრძალული 14. პენტაქლორტრიფტორპროპანი C3F3Cl5  CFC-213 2903 77 აკრძალული 15. ტეტრაქლორტეტრაფტორპროპანი C3F4Cl4 CFC-214 2903 77 აკრძალული 16. ტრიქლორპენტაფტორპროპანი C3F5Cl3 CFC-215 2903 77 აკრძალული 17. დიქლორჰექსაფტორპროპანი C3F6Cl2 CFC-216 2903 77 აკრძალული 18. ქლორჰეპტაფტორპროპანი  C3F7Cl CFC-217 2903 77 აკრძალული 19. ტეტრაქლორმეთანი CCl4 CTC 2903 14 აკრძალული 20. 1,1,1-ტრიქლორეთანი C2H3CI3 TCA, MCF 2903 19 აკრძალული (C დანართი)  სისტემატური დასახელება ქიმიური ფორმულა დასახელება მონრეალის ოქმის მიხედვით (ინგლისურ ენაზე) საიმპორტო კოდი ჰარმონიზებული სისტემით გადაწყვე-ტილება 1. დიქლორფტორმეთანი CHFCl2 HCFC-21 2903 79 აკრძალული 2. ქლორდიფტორმეთანი CHF2Cl HCFC-22 2903   71 კვოტირებული 3. ქლორფტორმეთანი CH2FCl HCFC-31 2903   79 აკრძალული 4. ტეტრაქლორფტორეთანები C2HFCl4 HCFC-121 2903   79 აკრძალული 5. ტრიქლორდიფტორეთანები C2HF2Cl3 HCFC-122 2903   79 აკრძალული 6. დიქლორტრიფთროეთანები C2HF3Cl2 HCFC-123 2903   72 აკრძალული 7. ქლორტეტრაფტორეთანები C2HF4Cl HCFC-124 2903   79 აკრძალული 8. ტრიქლორფტორეთანები C2H2FCl3 HCFC-131 2903   79 აკრძალული 9. დიქლორდიფტორეთანები C2H2F2Cl2 HCFC-132 2903   79 აკრძალული 10. ქლორტრიფტორეთანები C2H2F3Cl HCFC-133 2903   79 აკრძალული 11. დიქლორფტორეთანი C2H3FCl2 HCFC-141 2903   73 აკრძალული 12. 1,1-დიქლორ-1-ფტორეთანი CH3CFCl2 HCFC-141b 2903   73 აკრძალული 13. ქლორდიფტორეთანი C2H3F2Cl HCFC-142 2903   74 აკრძალული 14. 1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი CH3CF2Cl HCFC-142b 2903   74 აკრძალული 15. ქლორფტორეთანები C2H4FCl HCFC-151 2903   79 აკრძალული 16. ჰექსაქლორფტორპროპანები C3HFCl6 HCFC-221 2903   79 აკრძალული 17. პენტაქლორდიფტორპროპანები C3HF2Cl5 HCFC-222 2903   79 აკრძალული 18. ტეტრაქლორტრიფტორპროპანები C3HF3Cl4 HCFC-223 2903   79 აკრძალული 19. ტრიქლორტეტრაფტორპროპანები C3HF4Cl3 HCFC-224 2903   79 აკრძალული 20. დიქლორპენტაფტორპროპანი C3HF5Cl2 HCFC-225 2903   75 აკრძალული 21. 3,3-დიქლორ-1,1,1,2,2-პენტაფტორპროპანი CF3CF2CHCl2 HCFC-225ca 2903   75 აკრძალული 22. 1,3-დიქლორ-1,1,2,2,3-პენტაფტორპროპანი CF2ClCF2CHClF HCFC-225cb 2903   75 აკრძალული 23. ქლორჰექსაფტორპროპანები C3HF6Cl HCFC-226 2903   79 აკრძალული 24. პენტაქლორფტორპროპანები C3H2FCl5 HCFC-231 2903   79 აკრძალული 25. ტეტრაქლორდიფტორპროპანები C3H2F2Cl4 HCFC-232 2903   79 აკრძალული 26. ტრიქლორტრიფტორპროპანები C3H2F3Cl3 HCFC-233 2903   79 აკრძალული 27. დიქლორტეტრაფტორპროპანები C3H2F4Cl2 HCFC-234 2903   79 აკრძალული 28. ქლორპენტაფტორპროპანები C3H2F5Cl HCFC-235 2903   79 აკრძალული 29. ტეტრაქლროფტორპროპანები C3H3FCl4 HCFC-241 2903   79 აკრძალული 30. ტრიქლორდიფტორპროპანები C3H3F2 Cl3 HCFC-242 2903   79 აკრძალული 31. დიქლორტრიფტორპროპანები C3H3F3 Cl2 HCFC-243 2903   79 აკრძალული 32. ქლორტეტრაფტორპროპანები C3H3F4 Cl HCFC-244 2903   79 აკრძალული 33. ტრიქლორტეტრაფტორპროპანები C3H4F Cl3 HCFC-251 2903   79 აკრძალული 34. დიქლორდიფტორპროპანები C3H4F2 Cl2 HCFC-252 2903   79 აკრძალული 35. ქლორტრიფტორპროპანები C3H4F3 Cl HCFC-253 2903   79 აკრძალული 36. დიქლორფტორპროპანები C3H5F Cl2 HCFC-261 2903   79 აკრძალული 37. ქლორდიფტორპროპანები C3H5F2 Cl HCFC-262 2903   79 აკრძალული 38. ქლორფტორპროპანები C3H6F Cl HCFC-271 2903   79 აკრძალული 39. დიბრომფტორმეთანი CHFBr2 HBFC-21 B2 2903   79 აკრძალული 40. ბრომოდიფტორომეთანი CHF2Br HBFC-22 B1 2903   79 აკრძალული 41. ფტორბრომმეთანი CH2FBr HBFC-31 B1 2903   79 აკრძალული 42. ტეტრაბრომფტორმეთანი C2HFBr4 HBFC-121 B4 2903   79 აკრძალული 43. ტრიბრომდიფტორეთანი C2HF2Br3 HBFC-122 B3 2903   79 აკრძალული 44. დიბრომტრიფტორეთანი C2HF3Br2 HBFC-123 B2 2903   79 აკრძალული 45. ტეტრაფტორბრომეთანი C2HF4Br HBFC-124 B1 2903   79 აკრძალული 46. ტრიბრომფტორეთანი C2H2FBr3 HBFC-131 B3 2903   79 აკრძალული 47. დიბრომდიფტორეთანი C2H2F2Br2 HBFC-132 B2 2903   79 აკრძალული 48. ტრიფტორბრომეთანი C2H2F3Br HBFC-133 B1 2903   79 აკრძალული 49. დიბრომფტორეთანი C2H3FBr2 HBFC-141 B2 2903   79 აკრძალული 50. ბრომდიფტორეთანი C2H3F2Br HBFC-142 B1 2903   79 აკრძალული 51. ბრომფტორეთანი C2H4FBr HBFC-151 B1 2903   79 აკრძალული 52. ჰექსაბრომფტორპროპანი C3HFBr6 HBFC-221 B6 2903   79 აკრძალული 53. პენტაბრომდიფტორპროპანი C3HF2Br5 HBFC-222 B5 2903   79 აკრძალული 54. ტეტრაბრომტრიფტორპროპანი C3HF3Br4 HBFC-223 B4 2903   79 აკრძალული 55. ტრიბრომტეტრაფტორპროპანი C3HF4Br3 HBFC-224 B3 2903   79 აკრძალული 56. დიბრომპენტაფტორპროპანი C3HF5Br2 HBFC-225 B2 2903   79 აკრძალული 57. ჰექსაფტორბრომპროპანი C3HF6Br HBFC-226 B1 2903   79 აკრძალული 58. პენტაბრომფტორპროპანი C3H2FBr5 HBFC-231 B5 2903   79 აკრძალული 59. ტეტრაბრომდიფტორპროპანი C3H2F2Br4 HBFC-232 B4 2903   79 აკრძალული 60. ტრიბრომტრიფტორპროპანი C3H2F3Br3 HBFC-233 B3 2903   79 აკრძალული 61. დიბრომტეტრაფტორპროპანი C3H2F4Br2 HBFC-234 B2 2903   79 აკრძალული 62. პენტაფტორბრომპროპანი C3H2F5Br HBFC-235 B1 2903   79 აკრძალული 63. ტეტრაბრომფტორპროპანი C3H3FBr4 HBFC-241 B4 2903   79 აკრძალული 64. ტრიბრომდიფტორპროპანი C3H3F2Br3 HBFC-242 B3 2903   79 აკრძალული 65. დიბრომტრიფტორპროპანი C3H3F3Br2 HBFC-243 B2 2903   79 აკრძალული 66. ტეტრაფტორბრომპროპანი C3H3F4Br HBFC-244 B1 2903   79 აკრძალული 67. ტრიბრომფტორპროპანი C3H4FBr3 HBFC-251 B1 2903   79 აკრძალული 68. დიბრომდიფტორპროპანი C3H4F2Br2 HBFC-252 B2 2903   79 აკრძალული 69. ტრიფტორბრომპროპანი C3H4F3Br HBFC-253 B1 2903   79 აკრძალული 70. დიბრომფტორპროპანი C3H5FBr2 HBFC-261 B2 2903   79 აკრძალული 71. დიფტორბრომპროპანი C3H5F2Br HBFC-262 B1 2903   79 აკრძალული 72. ბრომფტორპროპანი C3H6FBr HBFC-271 B1 2903   79 აკრძალული 73. ბრომქლორმეთანი CH2BrCl BCM 2903   79 აკრძალული (E დანართი) სისტემატური დასახელება ქიმიური ფორმულა დასახელება მონრეალის ოქმის მიხედვით (ინგლისურ ენაზე) საიმპორტო კოდი ჰარმონიზებული სისტემით გადაწყვეტილება მეთილბრომიდი CH3Br 2903 39 11 მხოლოდ საკარანტინო და გადაზიდვის წინა მოხმარების მიზნებისთვის დანართი №2 ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და რეალიზაციის აღრიცხვის ფორმა ნებართვის მიმღები სუბიექტი საიდენტიფიკაციო კოდი მისამართი ტელეფონი ელექტრონული-ფოსტა საანგარიშო 20------   ​წელი ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური იმპორტი, კგ/წელი ქლორდიფტორმეთანი (HCFC-22) იმპორტირებული რაოდენობა ნებართვით განსაზღვრული რაოდენობა მეთილბრომიდი (MB) იმპორტირებული რაოდენობა ნებართვით განსაზღვრული რაოდენობა ოზონდამშლელი ნივთიერებების რეალიზაცია, კგ/წელი ქლორდიფტორმეთანი (HCFC-22) სუბიექტის დასახელება* საქმიანობის სახე შეძენილი რაოდენობა 1 2 3 4 5 6 7 მეთილბრომიდი (MB) სუბიექტის დასახელება​1 საქმიანობის სახე შეძენილი რაოდენობა 1 2 3 4 5 6 7 ​1. სუბიექტი, რომელმაც საანგარიშო წლის განმავლობაში შეიძინა ოზონდამშლელი ნივთიერება .