ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №14-სა და №16-ში მდებარე შენობების ფასადების სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1105
2016 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №14-სა და №16-ში მდებარე შენობების ფასადების სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდს (ს/ნ: 404384974) მიეცეს უფლება, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №14-სა და №16-ში მდებარე შენობების ფასადების სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარის ფარგლებში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტით ა(ა)ი პ –თ ბი ლ ისი ს განვ ი თარ ე ბი ს ფ ო ნ დი სა თვ ი ს (ს/კ: 404384974) გათვ ა ლ ისწინ ე ბ ული ა სი გ ნ ე ბ ე ბ ი და ნ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი