ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის (დ. აბაშიძის ქუჩიდან მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის ჩათვლით) სრული რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, იერუსალიმისა და პურის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტებისათვის აუცილებელი საინფორმაციო კამპანიის წარმოებისათვის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №765
2016 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის (დ. აბაშიძის ქუჩიდან მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის ჩათვლით) სრული რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, იერუსალიმისა და პურის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტებისათვის აუცილებელი საინფორმაციო კამპანიის წარმოებისათვის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის (დ. აბაშიძის ქუჩიდან მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის ჩათვლით) სრული რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, იერუსალიმისა და პურის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტებისათვის აუცილებელი საინფორმაციო კამპანიის წარმოებისათვის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდის (ს/კ: 404384974) მიერ განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 290 000 (ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტით ა(ა)ი პ –თ ბი ლ ისი ს განვ ი თარ ე ბი ს ფ ო ნ დი სა თვ ი ს (ს/კ: 404384974) გათვ ა ლ ისწინ ე ბ ული ა სი გ ნ ე ბ ე ბ ი და ნ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი