ა(ა)იპ - თბილისის განვითარების ფონდის მიერ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფასადის აღდგენის მიზნით, სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №410
2017 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ - თბილისის განვითარების ფონდის მიერ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფასადის აღდგენის მიზნით, სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდს (ს/ნ: 404384974) მიეცეს უფლება, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფასადის აღდგენის მიზნით, სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 204,541 (ორას ოთხი ათას ხუთას ორმოცდაერთი) ლარის ფარგლებში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის№30-87 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტით ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდისთვის (ს/ნ: 404384974) გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი