ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისათვის ფინანსური დახმარების გაწევის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დავალების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2492
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024876
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2492

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისათვის ფინანსური დახმარების გაწევის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დავალების თაობაზე

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის №1697 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისათვის (საიდენტიფიკაციო კოდი: 404439247) ფინანსური დახმარების (100 000 (ასი ათასი) ლარით) გაწევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი