სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-980/ო
2016 წლის 10 ივნისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „სამედიცინო ცენტრ – ქირონიზე“ (მისამართი: ქ. თბილისი, სპირიდონ კედიას ქ. N7) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ – სალიცენზიო მოწმობა N002139.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „სამედიცინო ცენტრ – ქირონის“ დირექტორის ნ. სამადაშვილის განცხადება N61817, 08.06.2016წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე