საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5445-IIს
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.018173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის მომენტი.“.

3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში − ზარის ხანგრძლივობის მიხედვით.“.

4. 188-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

5. 189-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

6. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;“.

7. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 97-ე ნაწილი:

„97. ამ კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთი 2017 წლის 1 იანვრამდე არის  8 პროცენტი, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე − 3 პროცენტი.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 ივნისი 2016 წ.

N5445-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (7 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.06.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5445-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.018173.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5445-IIს, 22.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018173 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3318118/