1. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევად ითვლება, თუ:
ა) საავიაციო სააქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური პირი მუშაობს სათანადო სერტიფიკატის გარეშე;
ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირი იყენებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომელსაც არა აქვს ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი ან არღვევს აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრულ პირობებს;
გ) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდის მომსახურების, ექსპლუატირების ან კომერციული საქმიანობის შესასრულებლად დაუშვებს ავიამოსამსახურეს, რომელსაც არა აქვს სათანადო სერტიფიკატი;
დ) იურიდიული ან ფიზიკური პირი ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას სათანადო სერტიფიკატის გარეშე ან არღვევს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებულ პირობებს;
ე) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდს იყენებს კომერციული მიზნებისათვის, სერტიფიკატის მოთხოვნების ან ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევით;
ვ) სერტიფიკატის მფლობელი საავიაციო საწარმო არ იცავს სერტიფიკატით გათვალისწინებულ რომელიმე პირობას ან შეზღუდვას;
ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირი უსერტიფიკატოდ ან სერტიფიკატით განსაზღვრული ნორმებისა და პირობების დარღვევით ექსპლუატაციას უწევს გადამყვან-გადამზიდველის მომსახურე აეროპორტს;
თ) სათანადო სერტიფიკატის მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირი ყიდის ან გასაყიდად სთავაზობს საავიაციო საწვავს ან საწვავ-საცხებ საშუალებებს, რომელთა ხარისხი არ შეესაბამება საქართველოში დადგენილ სტანდარტებს;
ი) იურიდიული ან ფიზიკური პირი სერტიფიკატის მისაღებად არასწორ ინფორმაციას აწვდის სააგენტოს.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.02.2011 კანონი №4217
წინა რედაქცია (21.11.1996 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევები 1. სერტიფიკატით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევად ითვლება, თუ: ა) საავიაციო სააქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური პირი მუშაობს სათანადო სერტიფიკატის გარეშე; ბ) იურიდიული ან ფიზიკური პირი იყენებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომელსაც არა აქვს ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი ან არღვევს აღნიშნული სერტიფიკატით განსაზღვრულ პირობებს; გ) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდის მომსახურების, ექსპლუატირების ან კომერციული საქმიანობის შესასრულებლად დაუშვებს ავიამოსამსახურეს, რომელსაც არა აქვს სათანადო სერტიფიკატი; დ) იურიდიული ან ფიზიკური პირი ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას სათანადო სერტიფიკატის გარეშე ან არღვევს ამ სერტიფიკატით გათვალისწინებულ პირობებს; ე) იურიდიული ან ფიზიკური პირი საჰაერო ხომალდს იყენებს კომერციული მიზნებისათვის, სერტიფიკატის მოთხოვნების ან ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევით; ვ) სერტიფიკატის მფლობელი საავიაციო საწარმო არ იცავს სერტიფიკატით გათვალისწინებულ რომელიმე პირობას ან შეზღუდვას; ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირი უსერტიფიკატოდ ან სერტიფიკატით განსაზღვრული ნორმებისა და პირობების დარღვევით ექსპლუატაციას უწევს გადამყვან-გადამზიდველის მომსახურე აეროპორტს; თ) სათანადო სერტიფიკატის მქონე იურიდიული ან ფიზიკური პირი ყიდის ან გასაყიდად სთავაზობს საავიაციო საწვავს ან საწვავ-საცხებ საშუალებებს, რომელთა ხარისხი არ შეესაბამება საქართველოში დადგენილ სტანდარტებს; ი) იურიდიული ან ფიზიკური პირი სერტიფიკატის მისაღებად არასწორ ინფორმაციას აწვდის სააგენტოს. საქართველოს 2006 წლის 25 მაჰისის კაერნო ტრანი №3185 - სპოსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქარტთველოს 2007 წლის დეპ30 მარტის კამენტონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101